საზოგადოება პენსიონერმა სიზმარში ნანახი ციფრები ლატარიის ბილეთში ჩაწერა და 250 000 დოლარი მოიგო 2022, 15 ივლისი, 9:29 ბევრი ზღაპარს და გამონაგონს უწოდებს წინასწარმეტყველურ სიზმრებს. აი, ამერიკელ მოქალაქეს კი სწორედ სიზმარმა მოაგებინა სოლიდური პრიზი ლატარიაში. აფროამერიკელმა ალონზო კოულმანმა ვირჯინიის შტატიდან, ადგილობრივ ლატარია "Bank a Million"-ში 250 000 დოლარი მოიგო. ეს მოვლენა 2022 წლის ივნისში მოხდა და მამაკაცის სიტყვებით, მას ამაში სიზმარი დაეხმარა. სიზმარში ალონზომ მომგებიანი ნომრები ნახა და სასწაულის მოლოდინში გადაწყვიტა სწორედ ეს ციფრები მიეთითებინა. და მოხდა სასწაული! "ამის დაჯერება რთული იყო. ჯერ კიდევ ვერ აღვიქვი, რომ ეს რეალურად მოხდა"-ჰყვება აღელვებული კოულმანი Virginia Lottery-ის წარმომადგენლებთან. ალონზო კოულმანის მომგებიანი ნომრები იყო 13-14-15-16-17-18 და პლუს ნომერი-ბონუსი 19. პენსიონერმა კოულმანმა ლატარიის ბილეთი ორ დოლარად შეიძინა ქ. რიჩმონდის მაღაზიაში. ბილეთში ციფრების წყობის რამდენიმე ვარიანტის მითითება შეიძლებოდა და ალონზოს მიერ ჩაწერილი სიზმარში ნანახი ერთ-ერთი ვარიანტი მომგებიანი აღმოჩნდა. Virginia Lottery-ის მონაცემების თანახმად, "Bank a Million"-ის ერთ-ერთი მთავარი პრიზის მოგების შანსი, რომელიც შეადგენს 1 მილიონ, 500 000 და 250 000 დოლარს, არის 3, 8 მილიონიდან ერთი.
გადახედეთ სხვა სტატიებს:ავიალაინერი-სასტუმრო 5 ათას მგზავრზე და ბირთვულ ენერგიაზე! (+ვიდეო) უცნაური ჰუმანოიდი სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა (+ვიდეო) ჩინელი მეთევზის უცნაური ნადავლი - თევზის ნაცვლად 128 მილიონი დოლარი პლანეტის 11 უცნაური და საშინელი არსება უგანდაში შიმპანზეებმა ადამიანებს ომი გამოუცხადეს სიამის ტყუპებმა ელექტრიკოსებად დაიწყეს მუშაობა (+ვიდეო) ნაპოვნია უცნაური არსება - მეცნიერებს ჯერჯერობით პასუხი არ აქვთ ბავშვი ოთხი ხელით და ოთხი ფეხით, რომელიც ინდოეთში დაიბადა "კოკაინის" დათვის საოცარი ისტორია ქალი ერთი კილომეტრი მისდევდა ლეოპარდს, რომელმაც შვილი მოსტაცა 82 5-ს მოსწონს
|