x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134029
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
უცნაური ჰუმანოიდი სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა (+ვიდეო)

image


სოცქსელებში ვირუსულად გავრცელდა ვიდეო უცნაური ადამიანისმაგვარი არსებისა, რომელიც კენტუკის შტატში (აშშ) სათვალთვალო კამერითაა დაფიქსირებული.

ვიდეო პირველმა გამოაქვეყნა ადამიანმა, სახელად დუგლას უინძორ მაკლონიმ. იგი წერს, რომ ეს გადაღებულია კამერით მორხედში, რომელიც რედ-რივერის ხეობის რაიონში მდებარეობს (კენტუკის შტატი). ვიდეო ცუდი ხარისხისაა, ამასთან როგორც ჩანს, ჩანაწერი გადაღებულია ტელეფონით კომპიუტერის ეკრანიდან, რაც მას უფრო ბუნდოვანს ხდის.

ვიდეოზე ჩანს თეთრი ფიგურა, რომელიც ძალიან გამხდარ ადამიანს ჰგავს და უცნაურად მოძრაობს ავტომანქანის გასწვრივ რაღაც ნაგებობასთან. ფიგურა გადაადგილდება მოხრილ მდგომარეობაში. "ის არ მოძრაობს ადამიანივით. მომაგონებს გოლუმს "ბეჭდების მბრძანებლიდან". ბოლო კადრში კი ჩანს მისი ნეკნები და გარკვეულწილად ჩონჩხის ძვლებიც"-წერს ვიდეოს ავტორი.

ზოგიერთმა კომენტატორმა ივარაუდა, რომ ვიდეოზე აღბეჭდილია ჩვეულებრივი მძარცველი, რომელიც უბრალოდ თავისი აგებულებით ძალიან გამხდარია და აცვია შემოკრული ტანსაცმელი. მისი უცნაური მოძრაობები კი ახსნეს იმით, რომ ის იმალება და შეიძლება მანქანის გატაცება ან შენობაში შეღწევა სურს. იყო ასევე სხვა ვარაუდებიც, რომ ვიდეოზე დაფიქსირებულია მოხუცი ინვალიდი, ნარკომანი ან სულით ავადმყოფი ადამიანი.





ნახეთ სხვა სტატიები:






კოლუმბიაში, ერთდროულად ორმა კამერამ გადაიღო ქალის (წინა საუკუნის ჩაცმულობით) გაუჩინარება (ვიდეო)

image


შიშისმომგვრელი ადგილები Google რუკებზე, რომლის ფოტოებმაც სოცქსელები მოიარა

image


ომის სახე ანუ კონტრასტული კადრები სხვადასხვა სამყაროდან

image


მეცნიერის რადიაციული საფლავი, წყალქვეშა სასაფლაო და სხვა უჩვეულო საფლავები (+ვიდეო)


image


ჰოუსკის ციხე-სიმაგრე – აშენდა იმისთვის, რომ "ჯოჯოხეთის კარიბჭე" დაელუქათ

image


არც იეტი, არც ჯუჯები: იდუმალი ადამიანები, რომელთა სიმაღლე 10 წლის ბავშვის სიმაღლეს არ აღემატება

image


11 რამ, რომელთა შესახებ ბევრს გაუგია, თუმცა ცოტას თუ უნახავს (+ვიდეო)

image


GOOGLE-ის რუქებზე ახლადდაკრძალული ცხედრები დაინახეს

image


ბავშვები ხის ჯოხებზე და ვარდების ნაცვლად ადამიანის თავებით დამშვენებული ტორტები (თიხის მინიატურები)

image


ზიონ კლარკი-სპორტსმენი ნახევარი ტანით (+ვიდეო)

image


ლეგენდა ქრონოვიზორზე (დროის მანქანაზე), რომელიც ვატიკანში ინახება

image


გადაარჩინეს ირემი, რომელიც ყელზე ჩამოცმული მანქანის საბურავით დადიოდა (+ვიდეო)

image






0
238
6-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
238