x
image
ქეთეონე
ქალი ავიაკომპანიას მისი 12 წლის შვილის დაკარგვაში ბრალს სდებს

image


ამერიკელი ქალი ავიაკომპანიას მისი 12 წლის შვილის დაკარგვაში ბრალს სდებს.


ქალი აკრიტიკებდა American Airlines-ს მას შემდეგ, რაც შეიტყო, რომ ავიაკომპანიამ დაკარგა მისი 12 წლის ქალიშვილი, როდესაც ის ჩატანოგადან, ტენესიდან მაიამიში დაეშვა.


39 წლის მონიკა გილიამს როდესაც ეგონა, რომ მისი ქალიშვილი, კიმბერი უსაფრთხოდ მიჰყავდათ, თუმცა მას დაურეკეს და უთხრეს, რომ ბავშვი დაკარგულია.


დედა ამბობს: ”ეს იყო American Airlines-ის მენეჯერი მაიამიში და მან მითხრა: თქვენი შვილი დაკარგულია, ჩვენ დავხურეთ ტერმინალი, არ ვიცით სად არის. მე ვეუბნებოდი : „როგორ დაკარგეთ ჩემი შვილი?“.



ქალი ამბობს, რომ მისი 12 წლის შვილი ბორტიდან მარტო გაუშვეს და მისი ბედით აღარ დაინტერესდნენ. "ჩემი შვილი უბრალოდ გაათავისუფლეს" თქვა ქალმა და აღნიშნა, რომ მაიამი, სადაც მისი ქალიშვილი მარტო დაეშვა წარწერით „მარტო მყოფი არასრულწლოვანი“, არის ადამიანებით ვაჭრობის ცნობილი ცენტრი.


საბოლოოდ ბავშვმა შეძლო მამასთან დაკავშირება Facetime-ის საშუალებით, რომელიც შემდეგ დაეხმარა თავის მცირეწლოვან შვილს ნავიგაციაში.

0
170
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთეონე
ქეთეონე
170
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0