საზოგადოება "ეს არის ჩვეულებრივი შანტაჟი"- რაზე საუბრობს მარიამ გეგუჩაძე? 2022, 9 ივლისი, 14:19 "მოძრაობა სირცხვილიას" აქტივისტი მარიამ გეგუჩაძე საუბრობს პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე - ირაკლი კობახიძეზე, რომელმაც რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ თუ ევროკავშირი საქართველოს კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს, არჩევნები 2%-იანი ბარიერით ჩატარდება.ირაკლი კობახიძის თქმით, ამ პოლიტიკურ ვალდებულებას ევროპული საბჭოსა და ევროპული კომისიის წინაშე იღებენ.რაც შეეხება მარიამ გეგუჩაძეს, რომელიც ამ ფაქტს სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება, იგი წერს:"თუ სტატუსს მოგვანიჭებენ, დეკემბრიდან 1 თვეში პარლამენტი მიღებს კანონს, რომ 2024 წლის და შემდეგი არჩევნები სრულად პროპორციული სისტემით და 2%-იანი ბარიერით ჩატარდეს" | კობახიძე ეს არის ჩვეულებრივი შანტაჟი მითუმეტეს ადამიანებისგან, რომლის სიტყვასაც ფასი არ აქვს და არასდროს, არაფერი შეუსრულებიათ.
იმედს ვიტოვებ, ირაკლი კობახიძე სანქცირებულების პირველ სამეულში მოხვდება."- წერს იგი.
95 1-ს მოსწონს
|