საზოგადოება "ორივე წასულა ქვეყნიდან! გული გამეგლიჯა" - რა ინფორმაციას ავრცელებს ელისო კილაძე? 2022, 6 ივლისი, 20:31 ჟურნალისტი ელისო კილაძე სოციალურ ქსელში წერს "პოსტს", სადაც იგი ეხმაურება ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიასა და ოპერატორის - ლევან კალანდიას ქვეყნიდან წასვლას. მისი მოსაზრებიდან გამომდინარე, იგი ღრმა მწუხარებას გამოხატავს ამის გამო. "ჩვენს თაობას წლები ემატება. დადგება დრო -აღარ ვიქნებით აქტიურები და აქტუალურები. გულით მიხარია ნიჭიერ ჟურნალისტებს როცა ვხედავ. ბევრია ახალ თაობაში საუკეთესო. ერთი მირანდა ბაღათურიაა, გამორჩეული გოგო, ნიჭიერი, მშვიდი, მეორე ლევან კალანდია-სასწაული ოპერატორი. ორივე წასულა ქვეყნიდან! გული გამეგლიჯა. საქართველო გახდა ნიჭიერი ხალხის დედინაცვალი, აქ მხოლოდ ქოცისებრთა ნაირსახეობა გრძნობს თავს კარგად.#უნდაშევცვალოთ. " - წერს ელისო კილაძე. 1708 2-ს მოსწონს
|