27 წლის ტომი პრაისს უკვე ასვლის დასაწყისში დაიწყო დაღლა. მალე ბრიტანელის სხეულის ტემპერატურა მკვეთრად დაეცა და გული გაუჩერდა. „არაფერი მახსოვს. მხოლოდ მახსოვს, როგორ ვცადე ადგომა და 10 მეტრის სიმაღლიდან ჩამოვვარდი. ქარბუქი იყო, ამიტომ ვერაფერს ვხედავდი“, - თქვა პრაისმა.
ვინაიდან ორივე მთამსვლელის ტელეფონი დამჯდარი იყო, მაქსმა - ტომის მეგობარმა - დატოვა თანამებრძოლი ფერდობზე და დამხმარეების მოსაყვანად გაიქცა. მთის სამაშველო ჯგუფის პრაისამდე მისვლას საათზე მეტი დასჭირდა. ექიმებმა მისი ადგილზე გადარჩენის უშედეგო ცდის შემდეგ დაზარალებული ვერტმფრენით საავადმყოფოში გადაიყვანეს. კლინიკაში მისვლისას ტომის სხეულის ტემპერატურა 18 გრადუსი იყო. გაჩერებიდან სამი საათის შემდეგ ექიმებმა მოახერხეს მისი გულის ამუშავება, მაგრამ პრაისი ხუთი დღის განმავლობაში კომაში იყო ჩავარდნილი.
”მე გამიმართლა, რომ ცოცხალი ვარ. ექიმმა თქვა, რომ გადარჩენის ძალიან მცირე შანსი მქონდა. ”- იხსენებს ბრიტანელი.