სიახლეები როგორ შევინარჩუნოთ ახალგაზრდა კუნთები 2022, 23 მარტი, 18:39 კოპენჰაგენის უნივერსიტეტის (დანია) კლინიკის სპეციალისტთა ჯგუფის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები გამოქვეყნებულია The Journal of Physiology-ში.
კვლევაში მონაწილეობდა სხვადასხვა ასაკის 46 მამაკაცი. ისინი დაიყვნენ სამ ჯგუფად: პირველი ჯგუფში მოხვდა 15 ახალგაზრდა მონაწილე, რომლებიც მისდევდნენ ძირითადად მჯდომარე ცხოვრების წესს, მეორე ჯგუფში მოიცავდა 16 ხანდაზმულს (საშუალო ასაკი 73 წელი), რომლებიც მთელი ცხოვრება ფიზიკურად აქტიურები იყვნენ, ხოლო მესამე ჯგუფში შედიოდა 15 ხანდაზმული მონაწილე. რომლებიც მთელი ცხოვრება უმოძრაო ცხოვრების წესს ეწეოდნენ.
ყველა მონაწილეს სთხოვეს შეესრულებინათ ვარჯიშოების სერია კუნთების ფუნქციის შესაფასებლად. გარდა ამისა, მამაკაცებს აუღეს სისხლის და კუნთოვანი ქსოვილის ნიმუშები ორივე ფეხიდან. გაირკვა, რომ მამაკაცებს, რომლებიც მთელი ცხოვრება მისდევდნენ სპორტს მოყვარულების დონეზე - ცურვას, სირბილს, ველოსიპედს და ასე შემდეგ - გაცილებით მეტი კუნთოვანი ღეროვანი უჯრედი ჰქონდათ, ვიდრე დანარჩენი ორი ჯგუფის მონაწილეებს. კუნთოვანი ღეროვანი უჯრედები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ კუნთოვანი ქსოვილის რეგენერაციასა და ზრდაში: რაც უფრო მეტია ისინი, მით უკეთესია კუნთების ფუნქციონირება, მით უფრო გვიან ჩნდება ხანდაზმულობით გამოწვეული კუნთების სისუსტე. 51 შეფასება არ არის
|