x
image
ალექსანდრე ლექსო
Daily Mail: 62 წლის მამაკაცის ფეხის თითის პულსირებული ტკივილი თირკმლის კიბოს სიმპტომი აღმოჩნდა
image
ბრიტანელი ხუთი წლის მანძილზე ფეხის თითის აუტანელ ტკივილს უჩიოდა, მაგრამ მკურნალობაზე უარს ეუბნებოდნენ. Daily Mail-ის ცნობით, ლაბორატორიულმა კვლევებმა და რენტგენოგრაფიამ არ გამოავლინა რაიმე პათოლოგია.

როცა ტკივილი კოჭსა და ფეხის არეში გადაივიდა, პენსიონერმა პრაქტიკულად შეწყვიტა დამოუკიდებლად მოძრაობა. ახალი კვლევის დროს ექიმებმა თირკმელში უზარმაზარი სიმსივნე აღმოაჩინეს, ხუთ წელიწადში სიმსივნე გაიზარდა 30 სანტიმეტრამდე და საჭირო იყო სასწრაფო ოპერაცია.


„პაციენტი ჩვენთან მოვიდა სიკვდილის პირას მყოფი, თუმცა ვერც კი ხვდბოდა, რომ სიტუაცია ასე მძიმე იყო. სისხლის ნაკადის შესანელებლად მოგვიხდა პაციენტის სხეულის18 გრადუსამდე გაგრილება, შემდეგ გააკეთეთ შუნტირება და ამოივიღეთ 30 სმ სიგრძის თრომბი, მხოლოდ ამის შემდეგ მოვაშორეთ სიმსივნე“, - თქვა მაიკლ გრასომ, ნიუ-იორკის საავადმყოფოს ქირურგ-უროლოგმა.


ექიმები იძულებული გახდნენ თირკმელი მოეკვეთათ, პაციენტი სამ თვეზე მეტია რემისიაშია. როგორც ხანშიშესული მამაკაცი აღიარებს, ექიმებს მისი ჩივილებისთვის ყურადღება რომ მიექციათ და კიბო ადრე აღმოეჩინათ, ორგანოს გადარჩენა შეიძლებოდა.



0
88
შეფასება არ არის
ავტორი:ალექსანდრე ლექსო
ალექსანდრე ლექსო
88
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0