სიახლეები 4 მილიონი დოლარი გასუქებისა და გაცხიმოვნების წინააღმდეგ 2017, 26 მარტი, 23:13 დოქტორებმა თომას ბარისმა და ჯონ უოკერმა მისურის შტატის სენტ–ლუისის უნივერსიტეტის ფარმაკოლოგიისა და ფიზიოლოგიის განყოფილებიდან 4 მილიონ დოლარზე მეტი დოლარი მიიღეს გრანტის სახით, რათა განაგრძნონ მუშაობა გასუქებისა და გაცხიმოვნების საწინააღმდეგო პრეპარატის შესაქმნელად.ამერიკელმა მკვლევარები ცდილობენ გავლენა მოახდინონ ორ რეცეპტორზე, რომლებიც დაკავშირებული არიან კუნთების მეტაბოლიზმთან – REV-ERB–ი და ERR–ი. პრეპარატმა ცხიმის დასაწვავად, უნდა "ჩართოს" გენები, რომლებიც აქტიურდებიან მხოლოდ ვარჯიშის დროს, და ხელი შეუწყოს კუნთების მასის გაზრდას. ექსპერიმენტის წარმატების შემთხვევაში წამალი დაეხმარება შეზღუდული შესაძლებლობის პირებსა და დიაბეტით დაავადებულებს. აგრეთვე კარგი იქნება გასუქების საწინააღმდეგოდ. მაგრამ ყველაფერი კარგად არ არის: ერთერთი შესასწავლი გენი REV-ERB–ი გავლენას ახდენს ადამიანის ტვინზე. რისი აცილებც სურთ მეცნიერებს.დიაბეტი ამერიკაში სიკვდილის გამომწვევ ავადმყოფობებს შორის მეშვიდე ადგილზეა. დიაბეტით დაავადებულთა 80%–ს აწუხებს ზედმეტი წონა და გაცხიმოვნება. 36 შეფასება არ არის
|