x
image
ქეთეონე
"ბავშვი გვყავს გაუპატიურების მსხვერპლი და პოლიცია მეუბნება, რომ..." - რას წერს ბაია პატარაია?

image

ბაია პატარაია სოციალურ ქსელში წერს, რომ გაუპატიურებული ბავშვის საქმესთან დაკავშირებულ ექსპერტიზაზე პოლიცია უარს აცხადებს, მიზეზი კი, მათი თქმით, არასამუშაო საათებია.


ბაია პატარაიას თქმით, ამის გამო, შესაძლოა დამნაშავის კვალი გამქრალიც კი იყოს.


"არასრულწლოვანი ადამიანი, ანუ ბავშვი, გვყავს გაუპატიურების მსხვერპლი და პოლიცია მეუბნება, რომ არასამუშაო საათებში ექსპერტიზას ვერ ჩაატარებს, არადა რამდენიმე დღე გავიდა, კვალი შესაძლოა გაქრეს.


მთელი დღეა გვაწვალებენ... ნორმალურ ქვეყნებში პირდაპირ ცენტრები არსებობს, რომელიც გაუპატიურების მსხვერპლებს ნებისმიერ დროს იღებს და მაქსიმალურ დახმარებას უწევს.


ჩვენ კიდე ჩხავილი გვიწევს ტელეფონზე, რომ უკან რეგიონში არ გაუშვან ბავშვი და ორშაბათამდე არ გადაუდონ ბიოლოგიური ექსპერტიზები. ესაა მუშაობა? ესაა საქმე?"- წერს იგი.

0
57
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთეონე
ქეთეონე
57
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0