საქართველო ზურაბ ხიზანიშვილი: ფეხბურთელების სახელით ვამბობ - თუ სააკაშვილი არ წავიდა, ცვლილება არ იქნება 2012, 22 სექტემბერი, 21:58 საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრი ზურაბ ხიზანიშვილი მიიჩნევს, რომ თუ საქართველოს პრეზიდენტი არ გადადგება ქვეყანაში არავითარი ცვლილება არ იქნება. ამის შესახებ ხიზანიშვილმა გადაცემა "პოლიტმეტრში" განაცხადა. "პირველ რიგში უნდა გადადგეს პრეზიდენტი. წინააღმდე შემთხვევაში ყველაფერი ისევ უცვლელად დარჩება", - განაცხადა ზურაბ ხიზანიშვილმა და დასძინა, - "ამაზე თვალების დახუჭვა წარმოუდგენელია, თუ არ ხარ ისეთივე ადამიანი, ვინც ამას აკეთებდა.ასეთი ალბათ ხუთი ადამიანი იქნება საქართველოში. ნაკრებში ყველა ერთ აზრზე ვართ, მე ამას მთელი ფეხბურთელების სახელით ვამბობ". ხიზანიშვილმა ხაზგასმით განმარტა, რომ ის არასოდეს ჩარეულა პოლიტიკაში, მაგრამ "წამებაზე უარესი არ შეიძლება რამე მოხდეს" და მას როგორც მოქალაქეს აქვს საკუთარი პოზიციის დაფიქსირების უფლება. წყარო - sana.ge 74 2-ს მოსწონს 2-ს არა
|