x
image
ქეთეონე
"ქოცობა საშინელება გახდა"- რას ამბობს მიშა მშვილდაძე?
image

ქართველი რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი მიშა მშვილდაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ "ქოცობა საშინელება გახდა".


ამის მაგალითად იგი ამბობს : "უთავმოყვარეობის რამხელა ლეველზე უნდა იყო ადამიანი, რომ თალაკვაძესავით ზეიმობდე ახლა თითქმის პროპორციულზე გადასვლას?".


გთავაზობთ სრულ ვერსიას:


"იცით რაზე იფიქრეთ?


- უთავმოყვარეობის რამხელა ლეველზე უნდა იყო ადამიანი, რომ თალაკვაძესავით ზეიმობდე ახლა თითქმის პროპორციულზე გადასვლას?


ქოცობა საშინელება გახდა.


ამავდროულად ბიძინას დამოკიდებულება თავისივე კაპიტნებთან ასეთია:


- აი, მართლა პინგვინად თუ არ გთვლის პატრონი, ასეთი დავალება როგორ უნდა მოგცეს, რომ წელიწადში მესამედ შეგაცვლევინოს რიტორიკა, პოზიცია, არგუმენტაცია, განწყობა - პარლამენტის თავმჯდომარე ხარ, დეპუტატი ხარ, ადამიანი ხარ, ბიჭბუჭი ხარ ბოლო-ბოლო."- წერს მიშა მშვილდაძე.

0
185
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთეონე
ქეთეონე
185
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0