საზოგადოება "ამ კაცზე ახლო მეგობარი, ჩვენ არ გვყავს"- ვისზე საუბრობს ნანუკა ჟორჟოლიანი 2022, 25 ივნისი, 17:32 ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის გამოსვლასა და მის მხარდაჭერას საქართველოს მიმართ.ნანუკა ჟორჟოლიანი მისი "ფეისბუქის" გვერდზე ვოლოდიმირ ზელენსკის მოიხსენიებს როგორც ახლო მეგობარი: "ამ კაცზე ახლო მეგობარი, ჩვენ არ გვყავს."- წერს იგი. რაც შეეხება ვოლოდიმირ ზელენსკის, მოგეხსენებათ, იგი რამდენიმე დღის წინ განცხადებით გამოვიდა და მხარი დაუჭირა საქართველოს. მისი თქმით, უკრაინა ყოველთვის დაეხმარება საქართველოს და მიღებულ წარმატებას, საერთო წარმატებად თვლის. "მართალია, ჩემი ქართული იდეალური არ არის, თუმცა ჩემი გრძნობა თქვენს მიმართ გულწრფელია. "- თქვა მან. გთავაზობთ სრულ განცხადებას: "გამარჯობა, საქართველო! მინდა, რომ დღეს ჩემი ყველამ გაიგოს. ჩვენ თავისუფალი ადამიანები და თავისუფალი ქვეყანა ვართ და ეს სამუდამოა. მადლობელი ვარ საქართველოს შვილების, რომლებიც ჩვენს მებრძოლებთან ერთად რუსების წინააღმდეგ იბრძვიან. მათ წარმატება ჩვენი საერთო წარმატებაა. მათი ჭრილობა ჩვენი ჭრილობაა. და ჩვენი გამარჯვება თითოეული მათგანის გამარჯვება იქნება, ასევე ყოველი თქვენგანის. ჩვენ არასოდეს დავნებდებით, რადგან დონბასი და ყირიმი ჩვენი მიწაა, ისევე როგორც აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთია თქვენი. თუ ვინმეს უნდა ეს დაივიწყოს, თუ ვინმეს უნდა ეს წაშალოს, აუცილებლად შევახსენებთ, ჩვენ თქვენთან ვიქნებით. გუშინ უკრაინამ ევროკავშირში გასაწევრიანებლად კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო, თქვენ ამ გზაზე ხართ. იარეთ - ჩვენ დაგეხმარებით! უკრაინა და საქართველო ერთად, მუდამ! დიდება საქართველოს, დიდება უკრაინას! მართალია, ჩემი ქართული იდეალური არ არის, თუმცა ჩემი გრძნობა თქვენს მიმართ გულწრფელია. წარმატებას გისურვებთ! დიდება უკრაინას!" - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ. 168 1-ს მოსწონს
|