x
image
nukrichanturia
შოთა არველაძე: გაათავისუფლონ ნაწამები ხალხი და გადაუხადონ კომპენსაცია
image საქართველოში დატრიალებულ მოვლენებზე კომენტარი გააკეთა თურქული "კაისერისპორის" მთავარმა მწვრთნელმა შოთა არველაძემ და ხელისუფლებას გონივრული გადაწყვეტილება შესთავაზა

"19 წელიწადია, საქართველოდან წასული ვარ და თურქეთში თუ რაიმეთი ვამაყობდი, ეს ჩემი ქართველობა იყო.

ჩვენ სხვებისგან მართლაც განსხვავებულები ვართ, მაგრამ არა სიზარმაცით, მგონია რომ ადამიანისადმი სიყვარულით გამოვირჩევით.

ჩემს ვაჟს, გიორგის საქართველოში არ უცხოვრია და ვუხსნი ამ განსხვავებას, თუ რატომ უნდა ამაყობდეს თავისი ქართველობით და სტუმართმოყვარეობით. არსად სტუმარს სახლის კარს ესე არ უხსნიან. ჩვენსავით მეგობრობა, ნათესაობა და მეზობლობა არ იციან. თურქეთში, ჰოლანდიაში, გერმანიაში მილიონჯერ მაქვს მოყოლილი, რომ საქართველოში ახლად გადმოსულ მეზობელს, პირველივე დღეს შეუძლია პურის სათხოვნელად მოსვლა, როდესაც იქ მეზობელი 20 წელი შენთან არ მოვა. ამაში ხარ განსხვავებული, ეს კი დიდი ადამიანური სიყვარულია. ტელევიზიებით გავრცელებული კადრები კი ჩვენს ამ თვისებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.


ასე რომ, ჩემი აზრით, პრობლემას კომპლექსური მიდგომა სჭირდება: თუ ვიღაცეებს ვადაზე ადრე ათავისუფლებენ, ამ სიებში ნაწამები ხალხიც შეიყვანონ. ისინი ვადაზე ადრე გაანთავისუფლონ და ზიანისთვის კონპენსაცია გადაუხადონ, რადგან მისჯილზე მეტად დაისაჯნენ.

თუ ჩვენ სახელმწიფო გვაქვს და მის მოქალაქეზე ვზრუნავთ, ასე უნდა მოვიქცეთ. და თუ პატიმრებზე გამოჩენილი მზრუნველობა ფარსი და მოჩვენებითია, ამას მაინც ყველა დაინახავს"- ამბობს არველაძე. წყარო - sportall.ge

0
195
4-ს მოსწონს
ავტორი:nukrichanturia
nukrichanturia
195
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0