x
image
nukrichanturia
ბიძინა ივანიშვილი - სააკაშვილმა წამება და ქართველი კაცის გაუპატიურება მოიტანა
image მიხეილ სააკაშვილმა წამება და ქართველი კაცის გაუპატიურება მოიტანა, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა ზუგდიდში, კოალიციის აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით დღეს ადამიანის ღირსება ფეხქვეშ არის გათელილი.

"მათ უნდათ, მთელი საქართველო ასეთად აქციონ. სააკაშვილმა თითქოს დასავლეთისკენ გაგვიღო კარი, მაგრამ სინამდვილეში ქართველი კაცის წამება და გაუპატიურება მოიტანა. მისი ყოველი მომხრე, რომელიც რაიმე გამართლებას მოუძებნის ამ ჯალათებს, თვითონ იქნება ჯალათი. ახლა მაინც ხომ დაინახავს დემოკრატიული დასავლეთი, რას წარმოადგენს ეს ვითომ დემოკრატიის შუქურა", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე თქმით, მომხდარით სააკაშვილიც შეშფოთებულია, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ინფორმაციამ გაჟონა.


" ეს სიმხეცე სააკაშვილმა შეცდომად და სისტემის მარცხად მონათლა და ხელისუფლების წარმომადგენლები მიყოლებით თავს იმართლებენ, მაგრამ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას არ იღებენ. ჩვენი ახალგაზრდების პროტესტმა მოიტანა ორი მინისტრის გადადგომა. ბზარი გაუჩნდა ახალაიების კლანს და სააკაშვილის რეჟიმს. ამათი პასუხისმგებლობის დღე მოახლოვდა - პირველი ოქტომბერი. მხოლოდ ამ დღის ეშინიათ და იმიტომ, რომ კანონის მთელი სიმკაცრით მოუწევთ პასუხისგება", განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა. წყარო - interpressnews.ge

1
156
2-ს მოსწონს
ავტორი:nukrichanturia
nukrichanturia
156
  
2013, 2 ოქტომბერი, 2:29
ეხლა რამდენი პატიმარი მოკალით ციხეში ბორია ივანაშვილო.ყალბი ხარ ყველანაირად.სახელის გამოცვლა არ გიშველის.ბორიად მოკვდები მაინც
0 1 1