x
image
ქეთეონე
"ახლა გავიღვიძე და მივხვდი, რომ გუშინდელმა აქციამ..."- რას წერს ბექა ყორშია?

image



მოგეხსენებათ, გუშინ, 20 ივნისს რუსთაველის მოედანზე გაიმართა აქცია : "შინ ევროპისკენ". აქციას ათიათასობით მოქალაქე დაესწრო, რომლებმაც თავიანთი ურყევი პოზიცია და ევროინტეგრაციის სურვილი კიდევ ერთხელ დააფიქსირეს.


ბექა ყორშია სოციალური ქსელის მეშვეობით გამოხატავს საკუთარ პოზიციას გუშინდელ დღესთან დაკავშირებით და წერს, რომ 20 ივნისის დღემ მას გამარჯვების სურვილი დაუბრუნა.


გთავაზობთ "პოსტს":


"ახლა გავიღვიძე და მივხვდი, რომ გუშინდელმა აქციამ გამარჯვების იმედი დამიბრუნა. და საერთოდაც, ბოლო 10 წლის განმავლობაში თავს პირველად ვგრძნობ გამარჯვებულად.



დიახ, გუშინდელი აქცია იყო ქართველი ხალხის გამარჯვება (ეს სიტყვა შეიძლება კიდე ვახსენო, მკიდია ტავტოლოგია) ოლიგარქიულ რეჟიმზე, მაგრამ ჯერ მხოლოდ ნახევარი საქმეა გაკეთებული, მეორე ნახევარი კი წინაა და ვიცი, ესეც გამოგვივა.


გუშინ ჩვენ ყველამ დავამტკიცეთ, რომ სიტყვები გერბზე: “ძალა ერთობაშია”, უბრალო, პათეტიკური სენტენცია კი არა, გადარჩენის ერთადერთი გზაა. მადლობა ყველაფრისთვის"- წერს იგი.

0
154
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთეონე
ქეთეონე
154
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0