საქართველო პატიმრების ინფორმაციით, მათ წამებაში მონაწილე პირები ციხეში კვლავ აგრძელებენ მუშაობას 2012, 22 სექტემბერი, 17:59 გლდანის ციხის სხვადასხვა კორპუსის პატიმრებმა მედიასთან საუბრისას დღეს დაასახელეს რამდენიმე კონკრეტული სახელი და გვარი, რომლებიც, მათივე თქმით, უშუალოდ მონაწილეობდნენ პატიმართა ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში, თუმცა ახლაც განაგრძობენ ციხეში მუშაობას. პატიმრები ამბობენ, რომ რაც ახალი მინისტრი დაინიშნა, ისინი ციხეში კიდევ აგრძელებენ მუშაობას. ერთ-ერთი პატიმრის ინფორმაციით, ერთ-ერთმა პატიმრების მიმართ მუქარაც განახორციელა - ეს დროც მალე წავა, ჩვენი დრო ისევ დადგება და ნახავთ რა გიზამთო. წყარო - interpressnews.ge
101 1-ს მოსწონს
|