საზოგადოება "მთელი სანათესაო გადამეკიდა"- რაზე საუბრობს ნინელი ჭანკვეტაძე ? 2022, 20 ივნისი, 14:37 ქართველი მსახიობი ნინელი ჭანკვეტაძე საუბრობს იმაზე, თუ როგორ გაანაწყენა მისი თქმით, მისივე ოჯახი მაშინ, როდესაც წლების წინ, ამ პროფესიის, კერძოდ, მსახიობობაზე დაუფლება გადაწყვიტა."ძალიან გავაბრაზე ყველა, მამაჩემი საერთოდ არ მელაპარაკებოდა. ძალიან კარგად ვსწავლობდი სკოლაში და რატომღაც ეს სფერო - მსახიობობა ყველამ იმ პერიოდში არასერიოზულად ჩათვალა. სამსახიობო ზოგადად მე არ გადამიწყვეტია, მეგობრის დეიდამ მეცხრე კლასში ხელი მომკიდა და მითხრა: " წამო შევიდეთო " . კარგად მახსოვს თეატრალურის დარბაზი. დღემდე არ ვიცი რა გავაკეთე ისეთი იმ დღეს, მაგრამ მივხვდი, რომ სიამოვნებას მანიჭებდა ის, რასაც ვაკეთებდი ბავშვებისა და აუდიტორიის წინაშე. ერთ წუთში აუდიტორია საერთოდ აღარ მახსოვდა. ამის გამო მთელი სანათესაო გადამეკიდა, ატყდა ერთი ამბავი. ერთადერთი დედაჩემი იყო ჩემ მხარეს და ეგეც მამაჩემს აწყნარებდა. მამა გამებუტა, მარტო დავდიოდი მისაღებ გამოცდაზე. ყველას დაყვებოდნენ მშობლები, მე კი მარტო ვიყავი."- განაცხადა ნინელი ჭანკვეტაძემ. 263 1-ს მოსწონს
|