საზოგადოება "ქართველი იმიგრანტი ქალების დრამა არის ის, რომ.."- რას წერს იუნა შაფათავა? 2022, 10 ივნისი, 14:54 იუნა შაფათავა სოციალური ქსელის მეშვეობით ავრცელებს განცხადებას, სადაც საუბრობს ქართველ იმიგრანტ ქალებზე, რომლებიც მარტოობაში, სხვა ქვეყნებში ატარებენ მთელ ცხოვრებას და მისი თქმით, ამასობაში, "მათი მოხუცებული დედები კვდებიან მარტოობაში."გთავაზობთ "პოსტს" მისი "ფეისბუქის" გვერდიდან. "ქართველი იმიგრანტი ქალების დრამა არის ის, რომ ისინი უვლიან სხვის დედებს, მაშინ, როცა მათი მოხუცებული დედები კვდებიან მარტოობაში. სხვაგვარად, კიდევ, ქართველი იმიგრანტი ქალების დრამა არის ის, რომ ისინი უვლიან სხვის დედებს, მაშინ, როცა თვითონ, დედები, კვდებიან მარტოობაში, შვილებისგან შორს, უცხო მიწაზე. * ჩემი ნოველას ნაწილია, არავის გამწარებას არ ვფიქრობ. რეალობაა ასეთი, მომიტევეთ." - - წერს იუნა შაფათავა. 223 1-ს მოსწონს
|