ბიოგრაფია მსოფლიოს უდიდესი თვითმარქვია თაღლითი, რომელსაც სარგებელი არასოდეს უძებნია 2022, 9 ივნისი, 11:15 ![]() ფერდინანდ დემარა დაიბადა 1921 წლის დეკემბერში ქალაქ ლოურენსში (მასჩუსეტსის შტატი, აშშ). მამამისი ფერდინანდ უფროსი თეატრის და კინოს სფეროში ჰქონდა ბიზნესი, დედა ირლანდიელი ღრმად მორწმუნე კათოლიკე.ოჯახი მშობლებს სურდათ, ფერდინანდი სასულიერო პირი გამხდარიყო. 11 წლის იყო ფრედი, როცა მამა გაკოტრდა. ოჯახმა სახლი გაყიდა და საცხოვრებლად გარეუბანში გადავიდა. მალე ფრედს და გარდაეცვალა, რამაც მასზე ძალიან იმოქმედა. ![]() 16 წლის იყო, როდესაც ველოსიპედზე შეჯდა და სახლიდან გაიპარა. ერთხანს ფრედი ტრაპისტების მონასტერში ცხოვრობდა, სადაც ბერები ასკეტური ცხოვრებით ცხოვრობდნენ. ამასთან, მათ მდუმარების აღთქმა ჰქონდათ დადებული. ფრედი მალე ყველამ შეიყვარა, მაგრამ იგი გაუთავებელ ლაქლაქს ვერ გადააჩვიეს და უკანასკნელს წასვლა მოუხდა. ![]() 1941 წელს, 20 წლის ასაკში არმიაში ჩაეწერა, მაგრამ ვერ შეეგუა და გაიქცა. შემდეგ ფლოტში სცადა ბედი, მაგრამ მეზღვაურობაც მობეზრდა და სამხედრო – სამედიცინო აკადემიაში დაიწყო სწავლა. მალე სასწავლებლის ხელმძღვანელობამ სწავლის გაგრძელებაზე უარი უთხრა, რადგან სკოლა არ ჰქონდა დამთავრებული. ერთხელ სასწავლებელში რაღაც პროექტს წააწყდა, რომელსაც ავტორის საბუთებიც ახლდა კოლეჯის დამთავრებისა და ხარისხის მინიჭების შესახებ. მან ეს საბუთები გააყალბა და ფსიქოლოგიის დოქტორ რობერტ ლინდონ ფრენჩად იქცა. მოგვიანებით თვითმკვლელობის სცენა გაითამაშა და კვლავ ტრაპისტთა მონასტერს, ოღონდ ამჯერად სხვას, მიადგა. იქ სიხარულით მიიღეს. ახალბედა ბერებს ლოცვების დასაზეპირებლად წლები სჭირდებოდათ, მან ყველაფერი 2 კვირაში ისწავლა. დემარა იქ თავს შესანიშნავად გრძნობდა, მაგრამ ყურძნის კრეფისას სულმა წასძლია, ისე გამოძღა, რომ მუცლის გვრემა დაემართა და მთელი ღამე ვერ დაიძინა. ![]() ![]() ![]() საბრძოლო ხომალდზე ქირურგად დაიწყო მუშაობა . ერთ დღეს მის ხომალდს კორეელების ხომალდი შეხვდა, ბორტზე 16 მძიმედ დაჭრილი ჯარისკაცი აიყვანეს.თითოეულ მათგანს ოპერაცია ესაჭიროებოდა. თვითმარქვია "ქირურგმა", რომელსაც აქამდე არასდროს ჰქონდა ოპერაცია ჩატარებული, პერსონალს ჯარისკაცების მომზადება უბრძანა და თავის კაიუტაში ჩაიკეტა, უცებ გადაშალა სამედიცინო წიგნი, მონახა შესაბამისი თავი, გადაიკითხა, შემდეგ ერთი ჭიქა რომი გადაკრა და თითოეულს ოპერაცია ბრწყინვალედ ჩაუტარა. არცერთი ჯარისკაცი არ გარდაცვლილა. "დოქტორ სერაზე " და მის გმირობაზე მთელი კანადური პრესა ალაპარაკდა, შედეგად ეს ამბავი ნამდვილმა სერამაც გაიგო, დემარა მართალია არ დაუკავებიათ, თუმცა იძულებული გახდა აშშ-ში დაბრუნებულიყო. გარკვეული ხნის შემდეგ დემარა ტეხასის შტატის ციხის უფროსად, ზედამხედველ ბენ როუზად იქცა. პატიმრებზე ისე ზრუნავდა, ყველას შეაყვარა თავი. წერა–კითხვის შემსწავლელი კურსები გახსნა, დომინოსა და შაშის ჩემპიონატებს აწყობდა, პატიმრებს თვითონ უყიდა მაგიდის ჩოგბურთის მთელი კომპლექტი და ციხის ხელმძღვანელობას პატიმრებისთვის ციხის კინოთეატრის გახსნას თხოვდა. ![]() 1960 წელს, როგორც სარეკლამო ტრიუკი, დემარას მისცეს მცირე სამსახიობო როლი საშინელებათა ფილმში The Hypnotic Eye. ის ჩნდება ფილმში, როგორც საავადმყოფოს (ნამდვილი) ქირურგი. ![]() 1967 წელს მან მიიღო ერთადერთი ატესტატი თავის ცხოვრებაში:ბიბლიური კოლეჯის დიპლომი. აღსანიშნავია, რომ უნიჭიერესი თაღლითი არასდროს ეძებდა რაიმე სარგებელს ან მატერიალურ კეთილდღეობას. დემარას მხოლოდ სოციალური სტატუსი და საზოგადო აღიარება აინტერესებდა. ფრედ დემარა 1982 წლის 7 ივნისს(ზოგი წყაროთი 7ივლისს) 60 წლის ასაკში დიაბეტის გართულებით და გულის უკმარისობით გარდაიცვალა. ![]() ![]() ხოლო 1996-2000 წლებში NBC-ზე გადიოდა სერიალი "თვითმარქვია", რომელიც დემარას ცხოვრებაზე იყო აგებული. ამავე თემაზე ნახეთ:მსოფლიოს ყველა დროის 3 უდიდესი თაღლითიასევე იხილეთ![]() გასული წლის დეკემბერში შედგა BBC One-ს ახალ სერიალის პრემიერა, "A Very British Scandal" რომელშიც მთავარ როლს ასრულებს სერიალ "გვირგვინის"(The Crown) ვარსკვლავი, კლერ ფოი არგილის ჰერცოგინიის-მარგარეტ კემპბელის როლს, იმდენად დამცირებული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ქალბატონისას, რომ მას საზოგადოებაში მოიხსენიებდნენ, როგორც "ბინძურ ჰე... 100 წლის წინ, 1922 წლის 19 იანვარს თბილისში 79 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოში მოღვაწე სომეხი ბიზნესმენი და ქველმოქმედი მიქაელ არამიანცი.ქვემოთ გაეცნობით მის დრამატიზმის აღსავსე ცხოვრების დეტალებს. დაიბადა 1843 წლის 4 მაისს მთიანი ყარაბაღის სოფელ კეატუკში სოფლის თემის უფროსის ოჯახში მი... 9 იანვარს დაბადებიდან 35 წელი შეუსრულდა თანამედროვე პოპ-მუსიკის ერთ-ერთ ყველაზე მოთხოვნად იტალიელ მომღერალს ანა ტატანჯელოს, რომელიც "სან-რემოს" სიმღერის ფესტივალის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებული გახდა, ხოლო მშობლიურ იტალიაში მისმა 20-მდე ჩანაწერმა მიიღო ოქროს და პლატინის სერთიფიკატი. გოგონას მუსიკალური კარიერა ი... როგორც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, ორიოდე დღის წინ, ფილტვის კიბოსთან ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ, გარდაიცვალა იტალიელი მომღერალი და ტელეწამყვანი რაფაელა მარია რობერტა პელონი, რომელიც მთელ მსოფლიოში Raffaella Carra- ს სახელით იყო ცნობილი. საბჭოთა მაყურებლებს ახსოვთ სან რემოს ფესტივალის ჰიტები და სიყვარული მათი გმირებისადმი .... დღეს 11 სექტემბერს, 20 წელი შესრულდა, 21-ე საუკუნის უდიდესი ტერაქტიდან, რომელმაც არა მარტო ამერიკის, არამედ მსოფლიო ისტორია შეცვლა, ამ საზარელი ტრაგედიას ერთი უნიჭიერესი თბილისელი ბიჭი, ალექსანდე ლიგინიც შეეწირა, რომელიც მამა-პაპით თბილისელი გახლდათ. საშა დაიბადა 1973 წლის 16 იანვარს, თბილისში. მამა, ვლადიმერ ლიგინი... 529 3-ს მოსწონს
|