x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ლეგენდარული მომღერალი ანზორ ერქომაიშვილი კორონავირუსმა იმსხვერპლა
image

ლეგანდარული ლოტბარი, ანსამბლ "რუსთავის" ხელმძღვანელი ანზორ ერქომაიშვილი 80 წლის ასაკში გარდაიცვალა.როგორც ცნობილია ის კორონავირუსის დიაგნოზით თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში იყო მოთავსებული და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.


"ანსამბლ "რუსთავს", საქართველოს და ქართულ ხელოვნებას ანზორ ერქომაიშვილი აღარ ჰყავს..."-ასე ეხმაურება ანსამბლის ოფიციალურ გვერდი მომღერლის გარდაცვალებას.


ანზორ ერქომაიშვილი დაიბადა 1940 წლის 10 აგვისტოს დაიბადა დავით ერქომაიშვილისა და ეთერ გორდელაძის ოჯახში. არის თვითნასწავლი მომღერლის, არტემ ერქომაიშვილის შვილიშვილი. არტემისვე რჩევით მიიღო უმაღლესი მუსიკალური განათლება, ჩააბარა კულტურულ-საგანმანათლებლო სასწავლებელში, შემდეგ კი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, რომელიც 1969 წელს დაამთავრა. ჯერ კიდევ სტუდენტმა დაიწყო გურული საგალობლებისა და ხალხური სიმღერების გადატანა ნოტებზე. კონსერვატორიაში დააარსა ამ სიმღერების შემსწავლელი ვოკალური ანსამბლი „გორდელა“.


1968 წლიდან არის ვოკალურ ანსამბლ „რუსთავის“ ხელმძღვანელი. ანსამბლთან ერთად საგასტროლოდ იყო საზღვარგარეთის მრავალ ქვეყანაში. 1972–1975 წლებში რუსთავის სამუსიკო სკოლის დირექტორი. გამოცემული აქვს მის მიერვე ჩაწერილი და გაშიფრული 7 ქართული (გურული) ხალხური სიმღერა (1972, მოსკოვი). გამოსაცემად მოამზადა კრებული „გურული ხალხური სიმღრები“.

2008 წელს გახდა საქართველოს პარლამენტის წევრი ოზურგეთის საარჩევნო ოლქიდან ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარდგინებით. 2009 წლიდან შეწყვიტა საკანონმდებლო საქმიანობა და არის ფოლკლორის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი. 2014 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება, დაჯილდოებულია ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით (2020).

ავტორია წიგნებისა „ხმა უცნაური“, „ბაბუა“ (1980), „შავი შაშვი ჩიოდა“ (1988).

3
89
6-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
89
  
2021, 31 მარტი, 13:11
მიმაქვს ფბზე თქვენი ნებართვით
2021, 31 მარტი, 13:08
რა დასანანია! არადა ნიღაბი აღარ უკეთია ხალხს და აცრაზეც არ აპირებს წასვლას. ეს ვირუსი ყველას გავჟუჟავს. დეიდაჩემის პაციენტებს შორის 3 თვის თავზე ხელმეორედ დაინფიცირებულები არიან, რომლებიც მეორედ შეხვედრისას უფრო მძიმედ არიან :( . ეს ვირუსი ასე არსად წავა :(
2021, 31 მარტი, 12:59
ნათელში ამყოფოს ღმერთმა. დამენანა :-(
0 1 3