x
image
ქეთეონე
"ჩემს ძველებურ ქალიშვილობას ვიცავ"- რას წერს იუნა შაფათავა

image



იუნა შაფათავა მის სოციალურ გვერდზე აქვეყნებს ფოტოს და თან ურთავს ნაწერს, რომ მას არ შეუძლია უამბიციო, უბრალო მოკვდავ კაცებთან ჩაის დალევა. აგრეთვე წერს, რომ თავს ძალას ატანს, რათა შემართებით იყოს.


იხილეთ პოსტი:



"ოღონდ არ იფიქროთ, რომ ფორმაში ვარ.
ვაქცინის შემდეგ არაფერი შეცვლილა, იგივე დიდკომფორტი მაქვს და მეზარება ექიმებთან წასვლა გამოკვლევებზე, რეალურად მსუბუქად არ ვგრძნობ თავს და მარხვის შემდეგ წყალზე და წვენებზე დეტოქსი მჭირდება; უბრალოდ ტვინის სამოძრაო სამსახურში შიმშილოთ მიბნედილი ვერ მივალ და დღეში უპასპორტო ცხენივით 20 კილომეტრს რომ დავდივარ, უბრალოდ ვერ გაქაჩავს ორგანიზმი.
მაგრამ უნდა გავაკეთო .
ამ ცხოვრებას ხომ ჩემთვის ვცხოვრობ, ნასესხები კი არ მაქვს ჩემი თავი.
თან ისევ ჩემს ძველებურ ქალიშვილობას ვიცავ- ან ცეზარი ან არავინ. არ შემიძლია უამბიციო უბრალო მოკვდავ კაცებთან ჩაის დალევა და რა ვქნა… ისიც ხომ ჩემთვის მინდა…
სოფიკო მაგრად დამცინის- ისე გაგიბერია, ინსტაგრამს ფრთხილად ვხსნი, ბრიტნი სპორსის და შენი ვიდეოები ისე გავს ერთმანეთს, ძალიან ვნერვიულობ უკვე, ერთნაირად აფრენთო.
MTV goes on სლოგანით პიონერის შემართებით, თავს ძალას ვატან. ოჰ, რომ იცოდეთ სანამ პირველ ათ მეტრს ვირბენ, ჩემ თავს რას ვლანძღავ, ძროხა გაინძერი, რამხელა ხარ, რას გავხარ.
არა, ისე ჩემი თავი მიყვარს, ვგიჟდები და პატივს ვცემ ამ შიზოფრენიჩკას, სხვანაირად როგორ.
ბედნიერ შაბათ კვირას გისურვებთ,
ამერიკაში კი Memorial Day გრძელი week-end დაიწყო, ზაფხული ოფიციალურად გამოცხადდა.
შამპანურის დალევის და მაგიდებზე ცეკვის დროა, რომანტიული სეირნობის და დილამდე გართობის - ფორმაში უნდა ვიყოთ!"- წერს იუნა შაფათავა.
image
0
558
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთეონე
ქეთეონე
558
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0