საზოგადოება "ძონძის კუკლები პუტინის ჩეჩმაში"- ვისზე წერს ლევან სუთიძე? 2022, 6 ივნისი, 15:33 ლევან სუთიძე, "ტაბულას" ჟურნალისტი, რედაქტორი და რელიგიის მიმომხილველია. იგი მის სოციალურ პლატფორმაზე ავრცელებს ამგვარ მოსაზრებას გავრცელებულ პროპაგანდასთან დაკავშირებით და წერს:"გეი პროპაგანდააო, საბავშვო წიგნზე ტატყანებენ ძონძის კუკლები პუტინის ჩეჩმაში. პირველი მეფეთა არ წააკითხოთ: "მოათავა საულთან ლაპარაკი და შეეკრა იონათანის სული დავითის სულს; და შეიყვარა იგი იონათანმა როგორც საკუთარი თავი. წაიყვანა იმ დღეს იგი საულმა და არ გაუშვა მამის სახლში. შეკრა იონათანმა დავითთან კავშირი, რადგან შეიყვარა იგი როგორც საკუთარი თავი. გაიძრო იონათანმა მოსასხამი, თან რომ ჰქონდა, და მისცა დავითს" (18; 1-4) და მეორე მეფეთას პირველივე თავს თუ გადაფურცლავენ და ბოლოსწინა მუხლს წაიკითხავენ, ასე მიმართავს დავითი განგმირულ იონათანს: "ვწუხვარ შენზე, ძმაო იონათან! დიდად ძვირფასი იყავ ჩემთვის, საკვირველი იყო შენი სიყვარული ჩემდამი, ქალის სიყვარულზე ძლიერი" (მეორე მეფეთა 1; 26) ხომ არ აგვეკრძალა?"- წერს იგი. 51 1-ს მოსწონს
|