x
image
ქეთეონე
"ბინძური სტალინისტი" - ვისზე წერს თამარ ჩერგოლეიშვილი ?

image

თამარ ჩერგოლეიშვილი მის სოციალურ ქსელში ავრცელებს მოსაზრებას სიტყვებით:


"საბჭოთა გაუნათლებელი და ბინძური სტალინისტი"- იგი ამ წინადადებით ეხმაურება მიტროპოლიტ იოანეს, რომელიც ამბობს, რომ გარყვნილება, ათეიზმი, რასიზმი და ფაშიზმი, ევროპიდან მოდის.


მიტროპოლიტ იოანეს განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:


"ჩვენმა ხელისუფალმა, პრემიერმა უცხოეთში შეხვედრაზე თქვა, რომ ევროინტეგრაცია კარგია, მაგრამ უკვე ამდენი წელია ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ და საქმეზე ხომ არ გადავიდეთო? კონკრეტულად ხალხს რა ვუთხრათო? იმიტომ, რომ ხალხს უკვე იმედი აღარ აქვს, რომ თქვენ ეს გინდათ. კი, კი გავითვალისწინებთო და გაითვალისწინეს და ისეთი რამ შესთავაზეს ქართველ ერსა და ქვეყანას, რომ ნამდვილად ამაზე უარს იტყვიან ჭეშმარიტი ქართველები და ქრისტიანები და მაშინ საბაბი ექნებათ, ევროპაში როგორ შემოვიშვათ თქვენ, როგორი ჩამორჩენილები ყოფილხართო. ჩვენ ვართ ჩამორჩენილები? ისინი? მაგრამ გააჩნია, რომელ გზაზე ჩვენ ჩამოვრჩით და რომელ გზაზე ისინი წარმატებულნი არიან [...]



ახლა ევროპული ღირებულებებია, ეს სადაური ტერმინია? გეოგრაფიული ტერმინი ღირებულებებზე ლაპარაკობს? ევროპული - მაშინ, აზიურიც იყოს, აფრიკული იყოს, სამხრეთ ამერიკული, ჩრდილო ამერიკული, ანტარქტიდისაც ხომ შეიძლება? ისიც ხომ კონტინენტია? რა ღირებულებებზე ლაპარაკობთ? ევროპა, რომელიც წარმართობაში იყო, იმის ღირებულება? თუ ქრისტიანული როცა იყო? თუ, როცა კათოლიკეები ინკვიზიციით რომ წვავდნენ ადამიანებს კოცონზე? რომელ ევროპაზე მელაპარაკებით თქვენ? რომელ ევროპულ ღირებულებებზეა საუბარი? დღევანდელი ევროპის ღირებულებებზე? მაგრამ საფუძველი რა არის? ჩამოთვალოთ - დამპყრობლობა, აფრიკა, ამერიკა დაიპყრეს. კარგი, დაიპყრეს და აითვისეს, მაგრამ ადგილობრივი მოსახლეობა ამოხოცეს, რასისტული იყო. მუშახელი რომ დააკლდათ ამერიკაში, აფრიკიდან 10 მილიონზე მეტი ზანგი მონად გაყიდეს, რომ იქ ემუშავათ. ესაა ევროპული ღირებულებები?! სისასტიკე იქ მყოფ ინდიელებს, სხვადასხვა ტომს, აფრიკელებს - ადამიანებად არ თვლიდნენ, თუ ნახევრად რაღაცებად? ეს ხომ რასიზმია უკვე.


საიდან წამოვიდა ათეიზმი? - ევროპიდან. ფაშიზმი? - ევროპიდან, მსოფლიო ომები? - ევროპიდან. რომელ ევროპულ ღირებულებებზე ვლაპარაკობთ ჩვენ? ამიხსენით, რას გულისხმობენ? უკაცრავად, გარყვნილებას, რომელიც დღეს ევროპაში დაკანონებულია? ამ ღირებულებებზე ვლაპარაკობთ? ჩვენ ულტიმატუმს გვიყენებენ, რომ თქვენ თუ არ მიიღებთ, ევროპაში არ მიგიღებთო. ამ ულტიმატუმს არ უყენებენ ჩინეთს, ინდოეთს, იაპონიას... რატომ? - დიდი ქვეყნებია, ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ, ჩვენ ცოტანი ვართ და შეიძლება ჩვენ დაგვჩაგრო? და უარი გვათქმევინო ჩვენს განვლილ ორი ათასწლოვან გზაზე? ამას დემოკრატია ჰქვია ხომ? თუ დემოკრატია შეწყნარებაა განსხვავებული აზრისა, მაშ, შემიწყნარე მე, განსხვავებული აზრი მაქვს. არა, ჩემი შეწყნარება არ შეიძლება, შენი უნდა შევიწყნარო - ესაა დემოკრატია? დემოკრატიის სამშობლოდ ითვლება საბერძნეთი, ათენი [...] რომელ ევროპულ ღირებულებებზე ვლაპარაკობთ, სოკრატეს, ალკიბიადეს თუ ვისი?"- ამბობს მიტროპოლიტი იოანე.


2
371
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთეონე
ქეთეონე
371
  
2022, 2 ივნისი, 16:48
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

გაუნათლებელი და ბინძური (+ თავხედი უზრდელი) - უფრო ჩერგოლეიშვილის ეპითეტებია
0 1 2