x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ნაწყენი ძაღლი სახლიდან გაიქცა და შინ თავზე მიმაგრებული წერილით დაბრუნდა

მეცნიერთა აზრით, ძაღლებს ისეთი პირველადი ემოციების განცდა შეუძლიათ, როგორიცაა შიში, სიხარული, სიყვარული, დარდი და მრისხანება. თუმცა, ისეთი რთული განცდა, როგორიც, მაგ., დანაშაულის გრძნობაა, მათთვის მიუწვდომელია. ამიტომ, ოქროსფერ რეტრივერს, მეტსახელად, ცზინ მაოს საერთოდ არ უნერვიულია, იმის გამო, რაც დააშავა. ძაღლს იმის გამო კი არ განაწყენებულა, პატრონის ახალი ფეხსაცმელი რომ დაღრღნა, არამედ ის ეწყინა, პატრონმა რომ უყვირა და ასე გამოხატა თავისი დამოკიდებულება, მისი საქციელის გამო.


image


ნაწყენი ცზინ მაო მაგიდის ქვეშ დაიმალა და როგორც კი, შესაფერისი მომენტი ნახა, სახლიდან გაიქცა. ეს საღამოს საათებში მოხდა და როდესაც პატრონმა ძაღლის გაუჩინარება შენიშნა, შეშფოთდა. ის მის საძებნელად წავიდა, მაგრამ ვერ იპოვა. ძებნა დილით გააგრძელა, მაგრამ უშედეგოდ...

პატრონს საკუთარი ძაღლი უყვარდა და მის დაკარგვას განიცდიდა. მაგრამ, დარდი დიდ ხანს არ მოუწია, — სადილისთვის, ცზინ მაო სახლში ისე დაბრუნდა, თითქოს არც არაფერი მომხდარა. ის სუფთა, ნაჭამი იყო და მხოლოდ თამაშზე ფიქრობდა. პატრონი მიხვდა, რომ მის ძაღლს ღამე ქუჩაში არ გაუტარებია... და თუ სად იყო, ამ კითხვაზე პასუხი იმ წერილიდან მიიღო, რომელიც მას, სარეცხის სამაგრებით ჰქონდა თავზე მიბმული.
წერილით, მეზობელ ქუჩაზე მდებარე, პატარა სასურსათო მაღაზიის მფლობელი ატყობინებდა, რომ საღამოს, მის მაღაზიაში ეს ძაღლი შევიდა და ვიდრე მას შენიშნავდნენ, გასაყიდად გამოტანილი, ხორცის 8 ღვეზელის შეჭმა მოასწრო. ხოლო შემდეგ, დასაძინებლად, იქვე, დახლის ქვეშ დაწვა. მაღაზიის პატრონმა მისი დილამდე დატოვება გადაწყვიტა, რადგან შეატყო, რომ ძაღლი სახლის იყო. ხოლო დილით, თავზე წერილი მიამაგრა და გაუშვა.
ასე, რომ, ცზინ მაოს პატრონს მხოლოდ ახალი ფეხსაცმლის შეძენა კი არ დასჭირდა, ღვეზელის ფულიც გადაიხადა. ასეთი გამოცდილების შემდეგ, მან გადაწყვიტა, რომ რაც არ უნდა დაეშავებინა ძაღლს, მისთვის აღარ ეყვირა, რომ ეს, ახალი მატერიალური ზარალის მიზეზი არ გამხდარიყო.


image

imageimageimageimage



0
1001
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1001
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0