x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ოჯახმა ძაღლი შეიძინა, მაგრამ ვეტერინარმა როგორც კი შეხედა, პოლიცია გამოიძახა

სიუ იუნი იუნანში ცხოვრობს (ჩინეთი). მან და მისმა ოჯახმა ძაღლის აყვანის გადაწყვეტილება მიიღო და ამისთვის სათანადოდ მოემზადნენ კიდეც. ისინი, ოჯახის ახალი წევრის შესარჩევად, ზოომაღაზიაში წავიდნენ და ერთი, ძალიან საყვარელი, ლეკვი შეიძინეს.


image


ეს, ერთი ნახვით სიყვარული იყო, როდესაც სიუმ და მისი ოჯახის სხვა წევრებმა ის დაინახეს, დიდ ხანს აღარ უფიქრიათ და რამდენიმე წუთში, ლეკვი, მათთან ერთად, უკვე სახლისკენ მიემგზავრებოდა. რა თქმა უნდა, ვიდრე სახლში წავიდოდნენ, მათ მაღაზიის მენეჯერს ჰკითხეს, თუ რა ჯიშის ძაღლი იყო. ხოლო, ამ უკანასკნელმა უპასუხა, რომ ის ტიბეტური მასტიფი იყო.

იმის გამო, რომ ასეთი საყვარელი ლეკვი შეიძინეს, ოჯახი ბედნიერებისგან მეცხრე ცაზე იყო და ფუმფულა არსებას ბლექი დაარქვეს.

როგორც კი, სახლში დაბრუნდნენ, სიუმ შენიშნა, რომ ლეკვი უცნაურად იქცეოდა. ის უნიკალური აღმოჩნდა და სხვა ლეკვებისგან განსხვავდებოდა: კარგი მადა ჰქონდა და ყველაზე მეტად ხილი უყვარდა. გარდა ამისა, ლეკვი ძალიან უცნაურად ყეფდა. ის «აუ–აუს» კი არ ამბობდა, უფრო კიოდა. თუმცა, პატრონს ამისთვის ყურადღება არ მიუქცევია, რადგან მენეჯერმა დაარწმუნა, რომ ტიბეტური მასტიფი — განსაკუთრებული ჯიშის ძაღლი იყო. ხოლო, ბლექი სიამოვნებას ღებულობდა იმ ოჯახთან ურთიერთობით, რომელიც მასზე ასე ზრუნავდა.

გავიდა დრო და ბელქმა ძაღლისთვის მეტად უჩვეულო თვისებების გამოვლენა დაიწყო. ის რომ მას კბილები ძალიან გაეზარდა, ოჯახს ყურადღება არ მიუქცევია, მაგრამ ერთხელაც, შენიშნეს, რომ «ლეკვმა» უკანა თათებზე დგომა და სიარული ისწავლა. ამიტომ, მისი ვეტერინართან წაყვანა გადაწყვიტეს...


imageტიბეტური მასტიფი


ხოლო, ვეტერინარმა როგორც კი «ძაღლს» შეხედა, მაშინვე პოლიციაში დარეკა და ოჯახს სამწუხარო ინფორმაცია შეატყობინა: მათი ლეკვი, სინამდვილეში აზიური შავი დათვის ბელი აღმოჩნდა.

აზიური შავი დათვი — წითელ წიგნში არის შეტანილი, რადგან დათვების ეს ჯიში გაქრობის საფრთხის წინაშეა. როგორც გაირკვა, მისი კუჭი დასავლეთის მედიცინაში გამოიყენება, ადრე მათ იჭერდნენ და კლავდნენ. ამიტომ, ჩინეთში კანონი გამოსცეს, რომლის მიხედვით, დათვების ეს ჯიში პოლიციამ უნდა დაიცვას.

ეს სიუს ოჯახისთვის ძალიან სამწუხარო ამბავი იყო. ისინი ფუმფულა მეგობარს დაემშვიდობნენ. თუმცა, ისიც ახარებდათ, რომ «პატარა», რომელიც უკვე 100 კგ– ზე მეტს იწონიდა, თავისთვის შესაფერის, უსაფრთხო გარემოში იცხოვრებდა.


imageimageimageimage

არხის სხვა სიახლეები:


დღის საუკეთესო დრო სწავლისთვის და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად


თუ ფიქრობთ, რომ იღბალმა ზურგი გაქციათ... ეს ფოტოები ნახეთ და მიხვდებით, რომ თქვენზე ცუდ დღეში სხვები არიან


იუმორი და სახალისო ფოტოები კარგი განწყობის შესაქმნელად


ეს დიეტა იაპონიაში იმდენად პოპულარული გახდა, რომ ქვეყანაში ბანანის დეფიციტი შეიქმნა


«ვაქცინა მხოლოდ 6 თვის მანძილზე მოქმედებს» – განაცხადა ისრაელის COVID–მენეჯერმა


ურთულესი ლოგიკური გამოცანები (პასუხები აქვს)


ჩაიწერეთ და სულ თან ატარეთ – სამყაროს 8 უნივერსალური კანონი


პენსიაზე 22 წლის გოგონას სხეულით – მეცნიერებმა მარადიული ახალგაზრდობის «ელექსირს» მიაგნეს


0
1628
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1628
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0