x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ფაუნის სამყაროს ვარდისფერი წარმომადგენლები

როგორც ჩანს, დედა–ბუნება ვარდისფერი ფერისადმი გულგრილი არ არის, რადგან ამ ფერის, ყვავილების გარდა, ფაუნის არაერთი წარმომადგენელიც არის. მაგალითისთვის კი, 10 მათგანს წარმოგიდგენთ:


ჰიპოკამპი ბარგიბანტი (Hippocampus bargibanti) – ჯუჯა ზღვის ცხენიimage


ჯუჯა ზღვის ცხენები მხოლოდ მარაოსებრ მარჯნებზე ბინადრობენ და შენიღბვის დიდი დიდოსტატები არიან. ისინი იქამდე რჩებიან შეუმჩნეველნი, ვიდრე მარჯნის გამოკვლევა, ლაბორატორიის პირობებში არ მოხდება. წარმოუდგენელია, მაგრამ ფაქტია – მარჯნის კვირტებს, ზღვის ცხენზე კვანძებიც კი ემთხვევა. ჯუჯა ზღვის ცხენი ნემსთევზასებრთა (Syngnathidae) ოჯახს ეკუთვნის და მისი სიგრძე 1/2 – 1 დუიმი შეიძლება იყოს.


ვარდისფერი ჟერო (Platalea ajaja)image


მართალია, ფლამინგო, ვარდისფერი ფერის გამო, ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული ფრინველია, მაგრამ არსებობს არანაკლებად ლამაზი, ვარდისფერი ფრინველი — ჟერო, რომელიც დაჭაობებულ რეგიონებში ბინადრობს.


სპილო ქორის ჩრჩილი (Deilephila elpenor)image


ეს ვარდისფერი და ზეთისხილის–მწვანე ფერის პეპელა — უჩვეულო ამ მწერში ის არის, რომ მას ერთდროულად ძუძუმწოვრის, ფრინველის და მწერის სახელი ჰქვია. შეფერილობა მას სიბნელეში მეწყვილის მოზიდვაში ეხმარება. ხოლო, დღის მანძილზე, კაშკაშა ვარდისფერ ყვავილებს შორის იმალება.


პალმატოგეკკონი (Pachydactylus rangei)image


ამ გეკონმა მადლობა უნდა უთხრას ბუნებას, კანის ფერის გამო, რომლის მეშვეობითაც, ის ასე კარგად იმალება ნამიბიის უდაბნოს მოწითალო ქვიშების ფონზე. მისი სიგრძე 13 სმ–ია, კუდი კი, შეიძლება 6 სმ–ს ჰქონდეს. ყველაზე უცნაური კი, ამ ქვეწარმავალში ის არის, რომ მას არა აქვს ქუთუთოები. ამიტომ, იძულებულია გამუდმებით თვალები ილოკოს და მისი სინოტივე ასე შეინარჩუნოს.



ორქიდეასებური ჩოქელი (Hymenopus coronatus)image


1879 წ. ავსტრალიელი ჟურნალისტი ჯეიმს ჰინგლსი ინდონეზიიდან დაბრუნების შემდეგ, ჰყვებოდა მტაცებელ ვარდისფერ ორქიდეაზე, რომელიც პეპლებს იზიდავს თავის ყვავილით და შემდეგ ცოცხლად ჭამს. როგორც უკვე მიხვდით, ის ყვავილზე კი არა, მწერზე საუბრობდა, რომელიც ყვავილის იმიტირებული ფორმის იყო.


ზღვის ვარსკვლავები (Asteroidea)image


ზღვის ვარსკვლავების 2 000–მდე სახეობა არსებობს და რა თქმა უნდა, ასეთ მრავალფეროვნებაში, ვარდისფერიც აუცილებლად იქნებოდა. ზღვის ბინადართ, ასეთი ფერი, დამალვაში და მტაცებლების დაფრთხობაში ეხმარება.


ამაზონის მდინარის დელფინი (Inia geoffrensis)
image


ამაზონის მდინარის დელფინი, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც ბუტუ, ბოტო ან ბუფეო, ყველაზე დიდია, მტკნარი წყლის დელფინებს შორია. 2018 წ. ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის რეკომენდაციით, ეს ცხოველი გადაშენებადი სახეობების სიაში შეიტანეს.


აქსოლოტლი (Axolotl)image


ეს ეგზოტიკური გარეგნობის ცხოველი მექსიკაში, ტბა შოჩიმილკოში ბინადრობს. ადგილობრივები მას “წყლის მონსტრს" ეძახიან, მაგრამ სინამდვილეში, ის სალამანდრაა. განსაკუთრებული გარეგნობის გარდა, მას ასევე უჩვეულო "ვარცხნილობაც" აქვს, რომელსაც ბუმბულის მსგავსი ლაყუჩები ქმნის.


ვარდისფერი კუტკალია (Tettigonioidea)image


თავდაპირველად ეგონათ, რომ ეს მწერი ფერს სეზონის მიხედვით იცვლიდა და მწვანე ფერი – წითლად, შემოდგომის დადგომასთან ერთად ეცვლებოდა, რაც კალიას უკეთესად დამალვის საშუალებას მისცემდა. მაგრამ, შემდგომმა კვლევამ აჩვენა, რომ ფერი გენეტიკური მუტაციის შედეგია და ფერის ცვლილებას ადგილი არა აქვს.


ფლამინგო (Phoenicopterus) image


ფაუნის სამყაროს ყველაზე ცნობილი და პოპულარული ვარდისფერი წარმომადგენელი — ფლამინგოა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ახლად გამოჩეკილი ფრინველი, ვარდისფერი კი არა, ნაცრისფერია და ვარდისფერი ბუმბულით ის, მხოლოდ საკუთარი რაციონის წყალობით იმოსება. წითელი და ლურჯ–მწვანე წყალმცენარეები, რომლითაც ეს ფრინველები იკვებებიან, მდიდარია ბეტა–კაროტინით, რომელშიც თავის მხრივ, დიდი რაოდენობით, მოწითალო–ნარინჯისფერ პიგმენტებია.


ჟეროს და ფლამინგოების გარდა, ვარდისფერი ფრინველები, თუთიყუშებს შორისაც გვხვდება:


ვარდისფერი კაკადუ (Kakatoe roseicapillus)image


სახლის პირობებში ცხოვრობს 40 წლამდე, იწონის 400 გრამამდე, ხოლო, სხეულის სიგრძე, საშუალოდ, 35–36 სმ–ია.


კაკადუ ინკა (Lophochroa leadbeateri)image


ეს არის თუთიყუში თეთრი და ვარდისფერი ბუმბულით. ზრდასრული ფრინველი 60 სმ–მდე იზრდება და 600 გრ. იწონის.


ვარდისფერი ტალღოვანი (Melopsittacus undulatus)image


ზრდასრული თუთიყუში 40-50 გრ. იწონის. სხეულის სიგრძე 17-23 სმ. შეიძლება იყოს, რომლის მესამედი კუდზე მოდის.


image

არხის სხვა სიახლეები:


* უძველესი ცივილიზაციების ტექნოლოგიები. რას გვეუბნებიან არტეფაქტები და რაზე დუმან მეცნიერები?

* რატომ არის სახიფათო სინათლე საძინებელში? (თუნდაც ის მბჟუტავი იყოს)

* თუ რამე გაწუხებთ, ეს ტესტი გაიარეთ. შესაძლოა, ავადმყოფობის მიზეზი ვიტამინების ნაკლებობა იყოს

* სტილის და სილამაზის 9 გაკვეთილი ბრწყინვალე სოფი ლორენისგან

* უფრო მეტი, ვიდრე ფოტო (15 ფოტოსურათი)

* ჭარბი ქოლესტერინი თუ გაწუხებთ, ეს უნდა იცოდეთ

* ვარდებისადმი არაჯანსაღი სიყვარული, ფსიქიკური პრობლემები, დევნის მანია – საინტერესო ფაქტები ლუი დე ფიუნესის შესახებ



0
91
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
91
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0