საზოგადოება "აბაზანაში ვენების გადაჭრას ან წამლის ზედოზირებას, სჯობს დაიღუპეთ უკრაინაში ბრძოლის ველზე"- რას წერს მარიამ ცქიფურიშვილი? 2022, 22 მაისი, 12:41
მსახიობი მარიამ ცქიფურიშვილი მის სოციალურ გვერდზე, კერძოდ, კი "ფეისბუქზე" აქვეყნებს პოსტს. იგი ამბობს, რომ აბაზანაში ვენების გადაჭრითა და წამლის ზედოზირებით სიკვდილს, ჯობს უკრაინაში, ბრძოლის ველზე დაღუპვა.
"ამ რეალობაში, ვინმეს თუ თვითმკვლელობის სურვილი გაგიჩნდებათ, აბაზანაში ვენების გადაჭრას ან წამლის ზედოზირებას, ან რაიმე სხვა მეთოდს, უკრაინაში ბრძოლის ველზე დაიღუპეთ ჯობია. აზრი მაინც ექნება სიკვდილს. იქ, სადაც პატარა 1 წლის ბავშვებს გაუპატიურებით კლავენ, ბავშვებს რომლებსაც თქვენგან განსხვავებით სიცოცხლე სწყურიათ. ამ სურვილისგან (თვითმკვლელობის) არავინ ვართ დაზღვეული, ჩვენ, ნებისმიერი ადამიანი შეიძლება ამ სურვილის წინაშე დავდგეთ როდესმე, მაგრამ უნდა ითქვას რომ ეს არის ეგოიზმის უმაღლესი მწვერვალი. და არა ჩვენი ნამდვილი ადამიანურობის შინაარსის ბუნება. ჩვენი ნამდვილი შინაარსი თავს არ მოიკლავს, ის სიციცხლისკენ ისწრაფვის, თავს იკლავს ჩვენი “ყალბი ორეული”. ადამიანი არ არის ყალბი ორეული", - წერს იგი. იხილეთ განცხადება: https://www.facebook.com/mariam.tskipurishvili.54/posts/pfbid0xGNk39cydkn5vWX1H7fKyvcpbmVFuYwBEzQh12DmtqffMt31QfGqC16Ns299Jo9al 97 1-ს მოსწონს
|