x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
დონალდ ტრამპის შვილმა ზელენსკის სტრიპიტიზიორი უწოდა, რომელიც ამერიკულ დოლარებზე ცეკვავს
image

დონალდ ტრამპმა უმცროსმა გააკრიტიკა ბაიდენის პოლიტიკა და ზელენსკი სტრიპტიზიორს შეადარა.



აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის ვაჟმა, დონალდ ტრამპ უმცროსმა გააკრიტიკა სახელმწიფოს ამჟამინდელი მეთაურის, ჯო ბაიდენის პოლიტიკა და უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი სტრიპტიზიორს შეადარა. შესაბამისი კარიკატურა გამოჩნდა მის "ინსტაგრამის" გვერდზე.





მან სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფოტომემი, სადაც ჩანს, რომ უკრაინის პრეზიდენტი საცვლების ამარა ცეკვავს ბოძზე, ხოლო ამერიკელი კოლეგა მას დოლარის კუპიურებს აყრის.


image


ტრამპ უმცროსის თქმით, უკრაინისადმი მრავალმილიარდიანი დახმარება შეერთებული შტატებისგან ქვეყნის შიგნით არსებული ეკონომიკური პრობლემების ფონზე არ არის გამართლებული.


„ორმოცი მილიარდი დოლარი! უკრაინას ფული აწვიმს... ამ დროს კი ამერიკელები იტანჯებიან, ჩვენ გვაქვს ბავშვთა საკვების დეფიციტი. შესანიშნავი ნამუშევარია ბიჭებო. აქედან ჰა ჰა, შვიდი დოლარი თუ მოხმარდება ნამდვილ უკრაინელებს დანარჩენი მიუვათ <...> კორუმპირებული პოლიტიკოსებს“ - აღნიშნა ტრამპა უმცორსმა.



შეგახსენებთ, რომ მანამდე აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ დაამტკიცა კანონპროექტი უკრაინას დამატებითი სამხედრო, ეკონომიკური და ჰუმანიტარული დახმარების გამოყოფის შესახებ, დაახლოებით 40 მილიარდი დოლარის ოდენობით.



მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ისაუბრა ამერიკაზე, როგორც „მოწყალების მთხოვნელ“ ქვეყანაზე ამჟამინდელი პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ხელში.



პოლიტიკოსის თქმით, ბაიდენის დროს შეერთებულმა შტატებმა „დაკარგა დომინანტური პოზიცია ენერგეტიკულ სექტორში და დაიწყო ოპეკისგან(ნავთობის ექსპორტიორ ქვეყანათა ორგანიზაცია) რუსეთისგან, ვენესუელასგან და ირანისგან მოწყალების თხოვნა“.


მან დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკას უწოდა "სრული მარცხი" და გაიხსენა, რომ მის პირობებში ერთი გალონი ბენზინის ღირებულება 2 დოლარზე ნაკლები იყო.

0
347
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
347
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0