x
image
ქეთეონე
"ბიძინა ივანიშვილს სახეს ავახევ, სადაც არ უნდა ვიყო" - რას ამბობს ნიკა გვარამია?

image

"მთავარი არხის" გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია პოლიტიკური განაჩენის მოლოდინშია. შეგახსენებთ, რომ გუშინ მისი სასამართლო პროცესი კვლავ გაიმართა, თუმცა მოსამართლემ განაჩენი არ გამოაცხადა და გადაავადა.


თბილისის საქალაქო სასამართლოში დასკვნითი სხდომა გაიმართა, სადაც ნიკა გვარამიამ სიტყვა წარმოთქვა.

"​ვთქვი, რომ მთელ ჩემს ცხოვრებას მივუძღვნიდი ბიძინა ივანიშვილისთვის ცხოვრების გამწარებას და ახლა ვეუბნები, სადაც არ უნდა ვიყო, რამდენი ხანიც არ უნდა ვიყო, სახეს ავახევ"- განაცხადა მან.


მან ასევე მიმართა მის ოჯახს. მეუღლეს მოუწოდა, რომ ეს ყოველივე ნერვიულობად არ ღირს.


"პირველ რიგში, მე მინდა მივმართო ჩემს ოჯახს, აქ არის სოფო, ბავშვები არ არიან, ვერც იქნებიან და არც უნდა იყვნენ, მინდა მათ ვუთხრა, რომ რაც არ უნდა მოხდეს ახლა, ამ წუთას, თუ მექნა დრო სახლშიც ვეტყვი, არავითარ შემთხვევაში, ეს არ ღირს ნერვიულობად. სოფო, შენ იცი კარგად, რომ ნიკა გვარამია გარეთ უფრო პარადოქსია, ვიდრე ნიკა გვარამია ციხეში. ამაზე ბევრჯერ გვისაუბრია, უბრალოდ მოგიწევს ეს მშვიდად აუხსნა ბავშვებს. და არავის არაფერი არ სთხოვო, ჩემი მეგობრები ალბათ ისედაც დაგვიდგებიან მხარში, დანარჩენი საჭირო არ არის" - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

0
79
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთეონე
ქეთეონე
79
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0