საზოგადოება ტოვებს თუ არა თენგიზ ცერცვაძე თანამდებობას? 2022, 4 მაისი, 11:44 "მთავარი არხის" ინფორმაციით, თენგიზ ცერცვაძე თანამდებობას ტოვებს. მიზეზი ჯანდაცვის ახალ მინისტრთან, ზურაბ აზარაშვილთან დაპირისპირებაა, რაც კულუარული ინფორმაციით, უკვე რამდენიმე თვეა გრძელდება."არ ვთანამშრომლობ თქვენთან, შესაბამისად, არცერთ კითხვაზე არ გიპასუხებთ. იმას კითხეთ, ვინც გითხრათ. არანაირი დაპირისპირება არ მქონია [ჯანდაცვის მინისტრთან]. მივდივარ ახლა იქ [ინფექციურში] სამუშაოდ", - თქვა თენგიზ ცერცვაძემ. კონკრეტულად როდის დატოვებს თენგიზ ცერცვაძე დაკავებულ თანამდებობას, ჯერჯერობით ცნობილი არ არის. შეგახსენებთ, ჯანდაცვის მინისტრის პოსტზე ზურაბ აზარაშვილის დანიშვნის შემდეგ, სისტემაში საკადრო წმენდა დაიწყო. თანამდებობა უკვე დატოვა რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ლევან გოფოძემ. 482 1-ს მოსწონს
|