საზოგადოება მოაჭრა თუ არა თითი ჩხუბის დროს ჯონი დეპს ამბერ ჰერდმა ? 2022, 4 მაისი, 11:09 დეპისა და ჰერდის დაქორწინებიდან დაახლოებით ერთი თვის შემდეგ ისინი გაემგზავრნენ ავსტრალიაში, სადაც ის "კარიბის ზღვის მეკობრეების" მეხუთე ნაწილს იღებდა. წყვილს შორის კამათის დროს დეპს მარჯვენა შუა თითის ზედა ნაწილი მოკვეთეს. მან სასწრაფო დახმარების ექიმებს უთხრა, რომ ის დანით დაჭრა, თქვა კიპერმა, თუმცა ლოიდმა მოწმობს, რომ მან მოისმინა სხვადასხვა ისტორიები: ერთი ვერსიით, ჰერდმა მას არაყის ბოთლი ესროლა, მეორეში კი დეპმა ტელეფონს ხელი დაარტყა. მისი თითის წვერი საბოლოოდ იპოვეს სახლის სამზარეულოს იატაკზე, თქვა კიპერმა.ჯონი დეპისა და ამბერ ჰერდის სასამართლო პროცესზე დეპის პირადმა ექიმმა, დევიდ კიპერმა ჩვენება მისცა. კიპერის თქმით, ერთ-ერთი ჩხუბის დროს ჰერდმა ქმარს ბოთლი ესროლა, რომელიც დეპს ხელში მოხვდა. დეპმა დახმარებისთვის ექიმს მიმართა, დათვალიერების დროს კიპერმა აღმოაჩინა, რომ მსახიობს თითის ნაწილი მოჭრილი ჰქონდა. თითის ნაწილი წყვილის პირადმა მზარეულმა იპოვა და საავადმყოფოში მიიტანა. დეპს თითის შესანარჩუნებლად ოპერაციის გაკეთება მოუწია. ჰერდი ბოთლის ისტორიას უარყოფს. მსახიობის თქმით, ქმარმა თითი დაუდევრობით თვითონ მოიჭრა. ასევე, ჰერდი ამტკიცებს, რომ იმ ღამეს დეპმა სცემა, მისი დახრჩობა სცადა და სექსუალურად იძალადა. კიპერის თქმით, ჰერდი იმავე საღამოს იყო მოსული ქმართან ერთად საავადმყოფოში და ძალადობის ნიშნები არ ეტყობოდა. 2018 წელს ჰერდმა განაცხადა, რომ ყოფილი ქმარი მასზე ფიზიკურად ძალადობდა. მოგვიანებით გამოცემამ The Sun დეპს Wife Beater (ცოლის მცემელი) უწოდა. დეპმა გამოცემის წინააღმდეგ სასამართლო სარჩელი შეიტანა, რომელშიც პროფესიული და მორალური ზიანისთვის კომპენსაცია - $50 000 000მოითხოვა. 2020 წელს ლონდონის სასამართლომ მსახიობს საჩივარი არ დაუკმაყოფილა. დეპმა ყოფილი ცოლის წინააღმდეგ ახალი სასამართლო სარჩელი შეიტანა, მოგების შემთხვევაში ჰერდს მსხვილი ჯარიმის გადახდა მოუწევს. კარიბის ზღვის მეკობრეების ვარსკვლავის თქმით, ჰერდთან ურთიერთობაში ის თავად იყო ძალადობის მსხვერპლი. 77 1-ს მოსწონს
|