საზოგადოება აჩიკო მეფარიძეს პატიმრობა ემუქრება - რა გახდა ამის მიზეზი? 2022, 3 მაისი, 19:29 ქართული პოპმუსიკის ვარსკვლავს რამდენმეწლიანი პატიმრობა ემუქრება - აჩიკო მეფარიძე ქალის ცემაშია ბრალდებული. გამოძიების ინფორმაციით, ცნობილი მომღერალი, ლელა ჯუღელს სიტყვიერად ჯერ საცობში, ვაკეში დაუპირისპირდა, შემდეგ აედევნა, ჩასაფრება მოუწყო და ფიზიკურად გაუსწორდა.ქართული ესტრადის ვარსკვლავის საქმეზე სამართლომ უკვე იმსჯელა და ის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა, თუმცა სავარუდოდ, წინ ხმაურიანი პროცესები ისევ გველოდება, რადაგნ მეფარიძე ბრალს არ აღიარებს.დაზრალებული ქალი აჩიკო მეფარიძის უმკაცრესად დასჯას ითხოვს."მანქანიდან მომაყენა შეურაცხყოფა, მე გავძახე - შენ ვინ გეკითხება-თქო. მას შემდეგ, რაც სხვა ადგილზე გავაჩერე, ის მოულოდნელად დამესხა თავს. ჩამისაფრდა, წიხლი დაარტყა ავტომობილს, გამოაღო კარი და ორჯერ დამარტყა მუშტი ნაოპერაციებ ყურზე. ეს მოხდა იმის გამო, რომ მოძალადეს 2 წუთით შეუფერხდა მოძრაობა"- აცხადებს ჯუღელი.
200 1-ს მოსწონს
|