x
image
ქეთეონე
3 თვის კირას, რომელიც რუსულმა ჭურვებმა იმსხვერპლა, მამა ემშვიდობება

image


ოდესაში, დამპყრობლების მიერ 23 აპრილს დაბომბვის შედეგად, ერთ ოჯახში სამი თაობა დაიღუპა - 3 თვის გოგონა, დედა ვალერია და ბებია.


ოდესელმა იური გლოდანმა ოჯახის წევრები ერთ დღეს დაკარგა - "თქვენ ჩემს გულში ხართ!"- დაწერა 3 თვის ბავშვის მამამ სოციალურ ქსელში.

image

ბოლო მონაცემებით, ოდესაში დაბომბვას 8 ადამიანი შეეწირა. მომხდარს პრეზიდენტი ზელენსკი გუშინ, ჟურნალისტებისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე გამოეხმაურა.


"7 რაკეტა ისროლეს - აი ასეთი აღდგომა გვაქვს. რაკეტები ესროლეს მრავალსართულიან საცხოვრებელ სახლს. 2 რაკეტა ჩამოვაგდეთ. ბოლო მონაცემებით, 8 ადამიანი დაიღუპა, 18 თუ 20 დაშავდა. დაღუპულებს შორის 3 თვის ბავშვია. 3 თვის ბავშვი მოკლეს. როცა ომი დაიწყო, ეს ბავშვი 1 თვის იყო. რა ხდება საერთოდ? ნაძირალები - სხვა რა სახელი უნდა შევარქვა. სხვა სიტყვები უბრალოდ არ არსებობს. ნაძირალები არიან. ამ დღეებშიც კი, ყველაფერი ფეხებზე ჰკიდიათ. ღმერთისგან არიან?! რა ფასეულობებზე საუბრობენ, რა რუსული მშვიდობა?"- თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

1
103
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთეონე
ქეთეონე
103
  
2022, 24 აპრილი, 13:21
ღმერრთო!!!!!!!
:@@ :(((((((((((((((((((((
0 1 1