საზოგადოება შოკისმომგვრელი ამბავი: "პოლიციამ ახალაგაზრდა ჯერ სცემა, შემდეგ კი შენობიდან გადმოაგდო" 2022, 15 აპრილი, 21:55
"ტვ" პირველი აქვეყნებს სტატიას, სადაც აღნიშნულია, რომ ჭიათურაში სამართალდამცავებმა ახალგაზრდა მამაკაცი სასტიკად სცემეს, რის შედეგადაც, დაშავებული კომაშია და სლავა ცხადაძის სიცოცხლის გადარჩენას ექიმები ცდილობენ.
დაშავებულის ოჯახის წევრები ამბობენ: "პატრულის მანქანა მოდისო, მე როგორც გამდომცეს და დაეტაკა. დაჯახებია, წაქცეულა და რომ ადგა ფეხზე გაბრაზებულმა, პატრულის მანქანას ფეხი მიარტყა. ამის შემდეგ, კვლავ უცემიათ პოლიციელებს... ჩაუტენიათ მანქანაში და იქ მერე რა მოხდა არ ვიცი. ფანჯრიდან გადახტაო და ეს ხელებშეკრული ბიჭი რანაირად გადახტა? შიგნით არ მიშვებენ, ჩემი ძმისშვილი რომ დავინახო". "ინციდენტის ადგილზე რამდენიმე სათვალთვალო კამერაა, თუმცა სამართალდამცავებს ვიდეოჩანაწერები არ ამოუღიათ". 487 2-ს მოსწონს
|