x
image
ქეთეონე
"ეს საშიშროება რეალურია..." - რა ვიდეოს აქვეყნებს გიგი უგულავა სოციალურ ქსელში?

image

გიგი უგულავა მის "ფეისბუქ" გვერდზე ვიდეოს აქვეყნებს, რომელშიც მერაბ კოსტავა, ილია მეორე და ზვიად გამსახურდია ფიგურირებენ.


" - ეს საშიშროება რეალურია" - ილია მეორე

" - რა ვქნათ, უწმინდესო, აბა რა ვქნათ? ერთხელ
დავიბადეთ და ერთხელ მოვკვდებით, ისედაც გვსპობენ [რუსები]" - ზ. გამსახურდია

" - იქნებ არის რაიმე სხვა მეთოდი, სხვა გზა?"- ილია მეორე

" - ამხალხს კიდეც რომ გამოვუცხადოთ [დაიშალეთ], შეგვრაცხავენ ჩვენ მოღალატეებად"-ზ. გამსახურდია

" - არა ნუ, ხომ არის რაღაც რეალური?"-ილია მეორე

" - რა არის?"- ზ. გამსახურდია

" - ეგ არის ყველაზე ისეთი დიდებული წამი, როდესაც მთელი ერი არის ერთი სურვილით ანთებული"-მ. კოსტავა




ეს დიალოგი, უფრო სწორედ ვერბალური კომუნიკაცია, რადგან დიალოგს ამას ვერ დაარქმევ, მოსაუბრეებს ერთმანეთის არ ესმით, მეტწილად გამოხატავს და განსაზღვრავს მომდევნო ჩვენს ისტორიას. გამოხატავს საქართველოს ისტორიის ამ სამი საკვანძო პირის მსოფლმხედველობას და არჩევანის მომენტში მზაობას


პატრიარქი- სახალხო სიბრძნე, სჯობს შორიდან მოუარო ..., დათვი რომ მოგერევა..., საშიშროება რეალურია და სჯობს გავეცალოთ. თუ მოვა თავისუფლება თავისით ხომ კარგი, თუ არადა მისთვის თავგანწირვა არ ღირს, რადგან იგულისხმება რომ ის (თავისუფლება), თუ მოსასვლელია მოვა თავისით [ღვთის ნებით].



ესაა პასუხისმგებლობის არაღება

ზ. გამსახურდია - კი ესმის საფრთხე, მაგრამ ესმის რომ თავისუფლება ბრძოლის გარეშე არ მიიღწევა და არც თავისით მოვა. ამავე დროს შემოდის მიტინგის ჟანრის კლასიკა-რომც მოვინდომო, ხალხი არ წავა და მოღალატედ გამოგვაცხადებს.


ესაა პასუხისმგებლობის გადანაწილება

მ. კოსტავა - დიდებული წამი, ჭეშმარიტების მომენტი. ეს წამი მოიცავს "რეალური საფრთხის" გააზრებასაც, მოიცავს თავგანწირვასაც, მოიცავს ხალხის ნების მიმართ უძლურებასაც. ეს იმ წამის შეგრძნებაა, რომლის გარეშე ვერ გახდები თავისუფალი-დამოუკიდებლობა სულ რომ თავზე დაგეცეს. ეს არის წამი, როდესაც უდაბნოში მოხეტიალე ბიბლიური ერივით გადიხარ ორად გაპობილ ზღვაში.


ესაა პასუხისმგებლობის თავზე აღება

დღესაც იგივე გზაგასაყარზე ვდგევართ. ვერასდროს ვერავინ ვერ იტყვის დაბეჯითებით რომელი გზაა სწორი ან მრუდი. ეს არაა ისტორია რომ ისწავლო და გაითვალისწინო. ეს არის წამი, რომელიც უნდა შეიგრძნო და მერე ათწლეულები და საუკუნეები ამ არჩევანის სიმძიმე ერმა მხრებით უნდა ატარო
9 აპრილი არის "დიდებული წამი, " როდესაც ჩვენ როგორც ერი არჩევანს ვაკეთებთ. საუკუნო იყოს თავისუფლებისთვის დაღუპულთა ხსენება"- წერს გიგი უგულავა.

0
626
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთეონე
ქეთეონე
626
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0