საზოგადოება თბილისში უკრაინელი ლტოლვილის მანქანა გაქურდეს 2022, 1 აპრილი, 21:39 თბილისში უკრაინელი ლტოლვილის მანქანა გაქურდეს. ამის შესახებ უკრაინიდან ლტოლვილი ელიზავეტა ფილატოვა "ინსტაგრამზე" წერს. ის თბილისში 4 წლის შვილთან ერთად იმყოფება. ელიზავეტა ამბობს, რომ მანქანიდან წაიღეს ყველა ნივთი, მათ შორის სამუშაო აპარატურა, რომლის გადარჩენაც უკრაინაში მოახერხა: "დღეს თბილისში, სახლთან მანქანა გაქურდეს. ყველაფერი წაიღეს. დაწყებული ნივთებითა და ფეხსაცმლით, დამთავრებული ლაზერით, რომელიც 6 500$ ღირს, სამუშაო მანქანა და ტექნიკა... რომელიც გადავარჩინე სროლების ქვეშ ქალაქ რუბეჟნოიში, ლუგანსკის ოლქში. მთელი მანქანა გადატრიალებულია. ჩამოსვლისას უსაფრთხოებას ვეძებდი ჩემთვის და ჩემი შვილისთვის. ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ვიღაც არაადამიანები, მანქანაში ბავშვის ნივთების მიმოფანტვით მოიპარავდნენ ლტოლვილებისგან. ადამიანებისგან, რომლებიც გამოიქცნენ ჯოჯოხეთიდან". - წერს იგი. მისი თქმით, თავდაპირველად, როდესაც პოლიცია გამოიძახა, ადგილზე მისულმა სამართალდამცავებმა არც მანქანა შეამოწმეს, არც ანაბეჭდები აიღეს და არც ჩვენება ჩამოართვეს. მიზეზად კი უთხრეს, რომ რუსული ენის თარჯიმანი სჭირდებოდათ და მოგვიანებით დაურეკავდნენ. 209 1-ს მოსწონს
|