x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
მამის დღეს, ინდოელმა ბიზნესმენმა მილოცვა 472 ქალიშვილისგან მიიღო!

ერთდროულად, 472 ქალიშვილისგან მიიღო გულითადი მილოცვა ინდოელმა ბიზნესმენმა მაჰეშ სავანმა, რომელიც ინდოეთის დას. რეგიონში, ქ. აჰმადაბადიში ცხოვრობს.


image


მის «ქალიშვილებად წოდებულები», — ახალგაზრდა ქალები არიან, რომლებმაც მამები ბავშვობაში დაკარგეს და მაჰეშმა მათზე ზრუნვა 10 წლის წინ დაიწყო. სწორედ მაშინ მიიღო წარმატებულმა ბიზნესმენმა, ამგვარი ქველმოქმედების გაწევის გადაწყვეტილება. მიზეზი კი, მისი ძმის გარდაცვალება იყო, რომელსაც ობლად, ორი ქალიშვილი დარჩა.

მაჰეშ სავანი, როგორც ბიზნესმენი, არაერთი მიმართულებით მუშაობს. მას აქვს წარმატებული ბიზნესი უძრავი ქონებით და ბრილიანტით ვაჭრობის სფეროში და ასევე, საგანმანათლებლო დაწესებულებების ქსელი მფლობელიც არის.

მაჰეშს სიმდიდრე მემკვიდრეობით არ მიუღია. ის გლეხის ოჯახში დაიბადა. მისი მამა სოფ. რაპარდიდან ქალაქში სამუშაოს და ლუკმა პურის საძებნელად ჩავიდა, რომ ცოლ–შვილი რამენაირად შეენახა. 40 წლის წინ მან კარიერა ალმასის დამწახნაგებლად დაიწყო, ხოლო შემდეგ, საკუთარი ბიზნესის წამოწყებაც შეძლო.

ამჟამად, სავანის ოჯახი იმდენად წარმატებულია, რომ ის, ყოველი საქორწინო ცერემონიისთვის, 400 ათას რუპს (6 ათასი $) გამოყოფს. მხოლოდ 1 წელში, მაჰეშმა ქორწილი 216 «ქალიშვილს» გადაუხადა და ყველა მათგანზე პატარძლის მამის როლი მოირგო.

«ინდოეთში ქალისთვის, რომელმაც მარჩენალი დაკარგა, ქალიშვილის გათხოევება ძალიან ძნელია, რადგან საქორწილო რიტუალი დიდ ხარჯებს მოითხოვს, — ოქროს და ვერცხლის სამკაულების გარდა, ქალიშვილმა მზითვად, ლამაზი ტანსაცმელი, ახალი ჭურჭელი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა უნდა მიიღოს. პატარძალი სოციალურად დაუცველი ფენიდან, მზითის გარეშე, პრაქტიკულად, უბედური ქორწინებისთვის არის განწირული» — ამბობს მაჰეშ სავანი.

აღსანიშნავია, რომ ინდოელი მედსენატი არ განასხვავებს რელიგიებსა და კასტებს. მაგ., მუსლიმანი ნაჰედა ბანუს თქმით, რომელმაც მამა ადრეულ ბავშვობაში დაკარგა, სწორედ მაჰაშის წყალობით მიიღო განათლება და ცოტა ხნის წინ გათხოვდა: «ის მამაზე მეტია — ვისურვებდი, რომ მსოფლიოში, ყველა გოგო, ზურგს უკან, ისეთ საიმედო საყრდენს გრძნობდეს, როგორსაც მე ვგრძნობ, მისი სახით».


image

არხის სხვა სიახლეები:


* "XXI საუკუნე რუსეთს ბევრ უბედურებას მოუტანს" – ელენა ბლავატსკაიას გაფრთხილება

* როდის დამყარდება მშვიდობა? – უკრაინელი ასტროლოგის პროგნოზი

* "შეიარაღებული და ძალზე საშიში"– 10 ფაქტი მსოფლიოს ყველაზე სახიფათო ქვეყნების შესახებ

* იყო თუ არა სტალინი ფრონტზე? – რა არის ცნობილი, დიდი სამამულო ომის დროს, მისი ბრძოლის წინა ხაზზე ვიზიტების შესახებ

* 5 ყველაზე უცნაური არმია ისტორიაში, რომლებიც თითქმის ყოველთვის იმარჯვებდა

* ადგილი მთელი ერისთვის – რომელ ქვეყანას შეუძლია მთლიანად ბუნკერში დამალვა... და ადგილიც რომ დარჩება

* რა ელის რუსეთს 2022 წელს? – ვანგას სენსაციური წინასწარმეტყველება

0
229
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
229
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0