x
მეტი
  • 02.10.2022
  • სტატია:122696
  • ვიდეო:355137
  • სურათი:494963
"შეიარაღებული და ძალზე საშიში"– 10 ფაქტი მსოფლიოს ყველაზე სახიფათო ქვეყნების შესახებ
1. სირიაimage


ე. წ. ბოევიკების მოქმედებებმა ეს ქვეყანა, ამ საშინელი ჰიტ–პარადის თავში მოაქცია. ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე, ერთპიროვნული ძალაუფლების მოსაპოვებლად, გამუდმებით მიმდინარეობს ბრძოლები და შეტაკებები, სხვადასხვა ისლამურ დაჯგუფებას შორის. ხოლო ამ ფონზე, ტერორისტულ ორგანიზაციას — «ისლამურ სახელმწიფოს», ყველა შანსი აქვს, საკუთარი ხალიფატის დასამკვიდრებლად, თუ სირირია, მაღალგანვითარებული ქვეყნებისგან, მასშტაბურ დახმარებას არ მიიღებს.


2. ერაყიimage


ქვეყნიდან აშშ–ს ჯარების გაყვანის შემდეგ, ერაყში არასტაბილური მდგომარეობა შეიქმნა და რელიგიური დაძაბულობა გაიზარდა — და ეს ყველაფერი, მუდმივი ტერორისტული აქტების ფონზე ხდება. საერთაშორისო ექსპერტები თვლიან, რომ ერაყი სამოქალაქო ომის ზღვარზეა.


3. ავღანეთიimage


ავღანეთი, ოფიციალურად, მსოფლიოს ერთ–ერთ, ყველაზე ღარიბ ქვეყანად ითვლება. 1978 წლიდან მოყოლებული, იქ სამოქალაქო ომი მიმდინარეობს. გაეროს ნარკოტიკების და დანაშაულების განყოფილების ანგარიშის მიხედვით, კაცობრიობის ცივილიზაციის ისტორიაში, სხვა არცერთ ქვეყანას არ უწარმოებია იმდენი ნარკოტიკი, რამდენიც თანამედროვე ავღანეთში იწარმოება.


4. ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა image


ეს პატარა და მცირე მოსახლეობიანი ქვეყანაა, რომელშიც სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 48 წელია. ამასთან, მოსახლეობის 10% შიდსის მატარებელია. ტურისტები მას იშვიათად სტუმრობენ, რაც გასაგებია, — მრავალი დამოუკიდებელი სააგენტოს რეიტინგების მიხედვით, იქ ხშირია ყაჩაღობის და ადამიანის გატაცების ფაქტები.



5. სუდანიimage


ამ საუკუნის დასაწყისში, სუდანის ოფიციალური ხელისუფლების წინააღმდეგ ორი ტერორისტული ჯგუფი გამოვიდა: «დარფურის განმათავისუფლებელი ფრონტი» და სუდანის განმათავისუფლებელი მოძრაობა, რაც თანდათან, ქვეყნის მშვიდობიანი მოსახლეობის ნამდვილ გენოციდში გადაიზარდა.


6. სომალი (სომალის ფედერაციული რესპუბლიკა)image


სეპარატისტთა მოქმედების შედეგად, სომალის ფედერაციული რესპუბლიკა, ფაქტიურად, რამდენიმე ნაწილად დაიშალა. ქვეყნის ტერიტორიის დიდ ნაწილს, ერთმანეთთან მებრძოლი, ე. წ. საველე მეთაურები აკონტროლებენ. დამოუკიდებელი წყაროების უმეტესობა, ქვეყანაში არსებულ ვითარებას ანარქიულად აფასებს. ხოლი, ადგილობრივი მეკობრეების სამარცხვინო და დანაშაულებრივი ქმედება, მსოფლიოს სხვა ქვეყნის გემებს სომალის აკვატორიის შორიდან შემოვლას აიშულებს.


7. პაკისტანიimage


პაკისტანი საკმაოდ თანამედროვე და განვითარებულ ქვეყნად ითვლება, სადაც საკუთარი ბირთვული პროგრამაც კი გააჩნიათ. მაგრამ, საუკუნის დასაწყისში, ქვეყნის ერთ–ერთი რეგიონი — ვაზირისტანი, ტერორისტული დაჯგუფების, თალიბანის საყრდენად და შავშესაფრად იქცა. ამჟამად, პაკისტანის ხელისუფლება ბოევიკის განადგურების და ქვეყნის ტერორისტებისგან გაწმენდის პროგრამას ახორციელებს, თუმცა, ტურისტებისთვის იქ ჩასვლა, მსუბუქად რომ ვთქვათ, რეკომენდირებული არ არის.


8. კონგოს რესპუბლიკა image


საფრანგეთის ყოფილი კოლონია, ცენტრალურ აფრიკაში, შეიძლება, კონტინენტის ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ ქვეყანად ჩაითვალოს. თუმცა, სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა აქ მხოლოდ 54 წელია. ხოლო, მის ტერიტორიაზე, დროდადრო, მცირე, მაგრამ სისხლიანი აჯანყებები დღემდე ხდება.


9. ნიგერიაimage


ნიგერია, აფრიკის კონტინენტის, ერთ–ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქვეყანანა. იქ მუდმივად ხდება უცხო ქვეყნის მოქალაქეების გატაცება. ადგილობრივები, ამგვარ ქმედებას, შემოსავლის გაზრდის სრულიად ლეგალურ გზად მიიჩნევენ. გარდა ამისა, ქვეყანაში ძალზე აქტიურობენ მეამბოხეთა დაჯგუფებებიც, რომლებიც საერთაშორისო კორპორაციების ორგანიზაციებს თავს ესხმიან.


10. რუსეთიimage


ეს ქვეყანა, ტურისტებისთვის და საცხოვრებლად, ყველაზე სახიფათო ქვეყნების ათეულში, ჯერ კიდევ 2015 წელს მოხვდა. როგორც ექსპერტები ამბობენ, საკვანძო როლი ამაში სამხედრო კონფლიქტებმა შეასრულა, რომელსაც რუსეთი მეზობელ ქვეყნებთან აწარმოებს. გარდა ამისა, ასევე აღსანიშნავია იარაღის აქტიური ექსპორტი, პატიმრების დიდი რაოდენობა, პოლიტიკური ტერორის მაღალი დონე, ძალოვნების დიდი რაოდენობა და ტერაქტების საფრთხე.


image


imageimageimageimage




0
396
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
396
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0