x
image
ირინა მ.
ტატუს ოსტატმა გარეგნობა შეგნებულად შეიცვალა (+ვიდეო)

image


ტატუს სალონის მფლობელი ტატუირებისა და პლასტიკური ქირურგიის მეშვეობით სულ სხვა ადამიანად გარდაიქმნა.

უცნაური პიროვნება, ფერნანდო ფრანკო დე ოლივეირა ბრაზილიაში ცხოვრობს, სან პაულუს მახლობლად. ალბათ დღეს ძნელია მას ადამიანი უწოდო, ის ორკს უფრო გვაგონებს (ორკი-ფენტეზის ჟანრის ჰუმანოიდების გამოგონილი რასა) ფილმიდან "ბეჭდების მბრძანებელი".

ფერნანდო პროფესიით ტატუს ოსტატია და ფენტეზისა და ორკების მოყვარული ფილმიდან "ბეჭდების მბრძანებელი". მან გარეგნობის შეცვლა ორკად გადაქცევის სურვილის გამო დაიწყო, რამაც ბევრი შოკში ჩააგდო.


image


ყველაფერი 2006 წელს დაიწყო. ფერნანდომ თავიდან ფეხებამდე მთელი სხეულის ტატუირება გაიკეთა: დრაკონების, ბულდოგების და სხვადასხვა არსებების გამოსახულებები დაიტანა. 2014 წელს იგი ყველაზე ტატუირებულ ადამიანადაც კი აღიარეს. ეს ტიტული მას გინესის რეკორდების მსგავსმა ბრაზილიურმა ორგანიზაციამ RankBrasil მიანიჭა.


image


ამის შემდეგ მან ისევ გააგრძელა სხეულის მოდიფიცირება. ამჯერად თვალის გუგებში შეიყვანა შავი მელანი, გაიწელა ყურები, ორად გაიჭრა ენა. შემდეგ შეიცვალა ყურების ფორმა, თავზე რქების მსგავსი წანაზარდების იმპლანტები ჩაისვა და შეიცვალა კბილები. ბოლოს კი ქირურგიული მეთოდით ცხვირი მოიჭრა, რომელიც მისი თქმით ყველაზე მტკივნეული პროცესი იყო. დღეს იგი ძალიან დიდ დისკომფორტს განიცდის ბანაობის დროს, რადგან ცხვირის ღრუდან დიდი რაოდენობით წყალი ჩასდის პირში, ცხვირის ნაოპერაციევის შეხორცებას კი რამდენიმე თვე დასჭირდა.


image


image


"მე ჩემი სტუდიის მთავარი ღირსშესანიშნაობა ვარ"-ამბობს ფერნანდო. მისი თქმით კლიენტებს მოსწონთ მისი გარეგნობა, საინტერესო ადამიანად თვლიან, გამვლელების 70% კი ჩერდება, რათა მასთან სელფი გადაიღოს. ტატუს ოსტატი ირწმუნება, რომ მისი მეგობრები და ოჯახის წევრები შოკში აღარ ვარდებიან მის დანახვაზე. ოლივეირას სიტყვებით, ბევრი მას სატანისტად თვლის, მაგრამ სინამდვილეში ის ღრმად მორწმუნე ადამიანია. "მე მხოლოდ ყველასგან განსხვავებული მსურდა ვყოფილიყავი"-ამბობს ფერნანდო ფრანკო დე ოლივეირა.


image





იხილეთ სხვა სტატიები:





ტატუს წარუმატებელი "ხელოვნების ნიმუშები"

image


ალ-ნასლაა – მისტიკური კლდე საუდის არაბეთში

image


ყველაზე საიდუმლოებით მოცული ტუსაღი საფრანგეთის ისტორიაში: ვინ იმალებოდა რკინის ნიღბის ქვეშ

image


პლასტიკური ქირურგიის პირველი პაციენტები

image


სტომატოლოგების ახალი "ფიშკა"-შოუბიზნესის ვარსკვლავების კბილების სამკაულები

image


საქსოფონის გამომგონებლის უცნაური ცხოვრება, რომელმაც ბევრჯერ გააცურა სიკვდილი

image


ლეგენდა ქრონოვიზორზე (დროის მანქანაზე), რომელიც ვატიკანში ინახება

image


ამ ადამიანებმა თავის თავზე საშიში ექსპერიმენტები ჩაატარეს, მაგრამ მნიშვნელოვანი რამ დაამტკიცეს

image


შოკისმომგვრელი სხეულის მოდიფიკაციები-ადამიანის ანატომიის შეგნებული შეცვლა

image


როგორ ააძრეს ინდიელებმა სკალპი ინგლისელს და რა მოხდა შემდეგ

image





0
512
3-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
512
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0