მადონამ და რიანამ, მაილი საირუსმა და ჯასტინ ბიბერმა კბილებო ოქროს გრილზებით დაიმშვენეს. რა არის ეს და კბილების რა სამკაულებია დღეს მოდაში?
სტრაზები, სკაისები, თვინკლები
პირველად კბილების მორთულობა, გასული საუკუნის 80-იან წლებში გაჩნდა და მას შემდეგ მყარად დაიმკვიდრა ადგილი ესთეტიკური სტომატოლოგიის ოლიმპოზე. სტრაზებთან ყველაფერი გასაგებია: ნამცეცა ბროლის ქვები კბილებზე საყვარლად გამოიყურება. არსებობს კიდევ სკაისები-ბროლი ან ქვა ძვირფას ჩარჩოში და თვინკლები-ვარსკვლავის, ნახევარმთვარის ან ცხოველების ფორმის ლითონის სამკაულები.
ერთ-ერთმა პირველმა სკაისები მადონამ მოსინჯა. იგი აქამდეც არაერთხელ გამხდარა მოდური "ლოკომოტივი", ახალი და უჩვეულო ტრენდის ფუძემდებელი. მას სხვა ვარსკვლავებმაც მიბაძეს. ასე მაგალითად, პინკმა სტრაზები გაიკეთა ორ კბილზე, რიანამ კი სამკაული წინა ორ კბილს შორის მოითავსა.
პინკი
რიანა
დღეს სტრაზები, სკაისები და თვინკლები ყველასთვის ხელმისაწვდომია, მისი გაკეთება კი რიგითი პროცედურაა. დანტისტები ხუმრობით მას "კბილის პირსინგს" ეძახიან. ყველაფერი ეს სრულიად უსაფრთხოა, თუმცა აქვს მინუსებიც. მაგალითად, ძვირფასი და ნახევრადძვირფასი ქვების სამკაულებს მინანქარზე არა აწებებენ, არამედ კბილში, წინასწარ გამზადებულ მინიატურულ ღრმულში სვავენ. გარდა ამისა პირსინგიანი გვირგვინები უფრო გულდასმით მოვლას საჭიროებს, პლუს მის მფლობელებს რეგულარულად უწევთ სტომატოლოგთან ვიზიტი, რათა გააკონტროლონ მინანქრის მდგომარეობა.
ოქროს გრილზები
როგორც კი სტრაზები და სკაისები ფართო მასებისთვის ხელმისაწვდომი გახდა, სტომატოლოგებმა ახალი "ფიშკა" მოიგონეს. ახლა ჰოლივუდის ვარსკვლევების ღიმილები ოქროთი გვაბრმავებენ. ტრენდი ახალი არ არის (გავიხსენოთ თუნდაც, სსრკ-ში მოდური პროთეზირება), მაგრამ ორიგინალურია, საუბარი ხომ არა უბრალოდ ოქროს გვირგვინზეა-ეს სამკაული ბევრად უჩვეულოა. ინგლისურიდან რომ ვთარგმნოთ, grills ნიშნავს გისოსებს, ბადეს, ღობეს. კბილის გრილზები რამდენიმე კბილზე ერთდროულად მაგრდება, ძირითადად წინა კბილებზე. პირველებმა ეს სამკაული რეპერებმა მოსინჯეს, ახლა კი პოპ-შემსრულებლების რიგიც მოვიდა.
კეტი პერი
მაგალითად მადონამ, თავის ქათქათა, თეთრ კბილებზე ოქროს გრილზები მოირგო 24 ბრილიანტით!
მადონა
ბიონსე უფრო შირს წავიდა-ოქროსეშვებიან ვამპირად გადაიქცა.
ბიონსე
ამათ ფონზე მაილი საირუსი, თეთრი და ყვითელი ოქროს გრილზებით ძალზე მოკრძალებულად გამოიყურება,
მაილი საირუსი
ისევე როგორც ჯასტინ ბიბერი თეთრი ოქროთი და ბრილიანტებით.
ჯასტინ ბიბერი
პირველ სურათზე: კეტი პერი

ეს საინტერესოა:
მადონამ ახალგაზრდა ქალიშვილს სხეული "მოპარა"
მადონა, ჩარლი ჩაპლინი და სხვა მილიონერები, რომელთა სიძუნწეზეც ლეგენდები დადის
მან გადაწყვიტა არასოდეს გაეღიმა, რათა მუდამ ახალგაზრდა დარჩენილიყო
როგორ გამოიყურებოდნენ ცნობილი ადამიანები იმიჯის შეცვლამდე
რისთვის მიუსაჯეს ნაომი კემპბელს საზოგადოებრივი სამუშაოების შესრულება, თავდასხმა ექიმზე, რუს მილიარდერთან დაშორება და ა.შ.
სხეულის რომელი ნაწილები გვამცნობს ქალის რეალურ ასაკს და ფოტოები, რომლებიც ცნობილი ქალბატონების ასაკს გასცემს
ცნობილების ფოტოები, სანამ ისინი "ჰოლივუდის ღიმილს" მოირგებდნენ
როგორი იქნებოდნენ ცნობილი ქალბატონების პერსონაჟები მაკიაჟის გარეშე
უბერებელი შერონ სტოუნი 63 წლის გახდა. ნახეთ, როგორ გამოიყურება დღეს