x
მეტი
  • 27.11.2021
  • სტატია:115197
  • ვიდეო:352754
  • სურათი:489159
როგორ ააძრეს ინდიელებმა სკალპი ინგლისელს და რა მოხდა შემდეგ

image


1867 წლის აგვისტოს ცხელ საღამოს, ნებრასკაში, ინგლისელი უილიამ ტომპსონი რკინისგზაზე მუშაობდა, როცა იგი ბრიგადის უფროსმა გამოიძახა. მან შეატყობინა, რომ ბორცვის იქით მდებარე სადგური "პლამ კრიკი" ტელეგრაფის ზარებს არ პასუხობდა და ტომპსონი, ბრიგადირი და სამი ტელეგრაფისტი დრეზინით (დრეზინა-რკინიგზის პატარა ვაგონი (ურიკა), რომელიც მოძრაობს შიდაწვის ძრავით ან მექანიკური ძალით) გაეშურნენ სადგურისკენ, მაგრამ მისვლა არ ეწერათ. ტელეგრაფისტი და ბრიგადირი მოკლეს, ინგლისელი კი გადარჩა-მაგრამ სამუდამოდ სკალპის გარეშე დარჩა.


image


მოსახვევში მუშებმა აღმოაჩინეს, რომ სარკინიგზო ხაზი აღარ არსებობდა. შპალები და რელსები აყრილი და დახვავებული იყო გზაზე ერთ გროვად. ეს ჩასაფრებას ნიშნავდა. მუშები შეჩერდნენ თუ არა, ყოველი მხრიდან ინდიელი შაიენები გამოცვივდნენ. 25 მეომარი თავს დაესხა მათ და ამოხოცა. უილიამ ტომპსონი მხარში დაიჭრა და გონება დაკარგა. თუ რა მოხდა შემდეგ, სხვადასხვა ვერსიები არსებობს. თვითონ უილიამი ამტკიცებდა, რომ გრძნობაზე საშინელმა ტკივილმა მოიყვანა, მაგრამ ვაჟკაცურად იტანდა ამ ტკივილს და თავი მკვდრად მოჰქონდა, სანამ ახალგაზრდა ინდიელი სკალპს აძრობდა (სკალპი-თავის კანი თმებიანად, რომელსაც აძრობდნენ დამარცხებულ მტერს და მიჰქონდათ ნადავლის სახით). მოგვიანებით მოსული მეორე ბრიგადის მუშები კი ჰყვებოდნენ, რომ უილიამი უგრძნობლად აღმოაჩინეს, რომელსაც ხელში მაგრად ჰქონდა ჩაბღუჯული თავისი. რატომ არ წაიღეს ეს ნადავლი ინდიელებმა და რა გადახდა თავს ინგლისელს სინამდვილეში-გაურკვეველია. ერთი რამ კი ცნობილია, რომ ინგლისელისთვის დიდი ხნის განმავლობაში არავის სცხელოდა, რამდენადაც დრეზინის ეკიპაჟზე თავდასხმის შემდეგ, ბევრად უფრო ხმაურიანი შემთხვევა მოხდა.


image


ამ დღეს, ქ. ომახადან დიდი სამგზავრო მატარებელი გამოვიდა. იგი იმავე შპალების და რელსების გროვას შეეჯახა, რომელსაც დრეზინა გადააწყდა და რელსებიდან გადავიდა. 17 ვაგონი თხრილში გადავარდა. ინჟინერი, მეხანძრე და კონდუქტორი დაიღუპნენ. ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ინდიელებმა შესძლეს მატარებლის კატასტროფა მოეწყოთ. ასე რომ, ნებრასკაში დაჭრილი უცხოელისთვის არავის ეცალა. ეს დივერსია პასუხი იყო იმ რეიდზე, რომელიც ამერიკელმა სამხედროებმა მოაწყვეს ინდიელი შაიენების სოფელზე.


უილიამ ტომპსონს ბოლომდე იმედი ჰქონდა, რომ სკალპს ძველ ადგილზე დაიბრუნებდა


ადგილობრივი ექიმი, რიჩარდ მური, დიდი მონდომებით ცდილობდა მიეკერებინა კანის ნაწილი, მაგრამ სამწუხაროდ კანი არ ხორცდებოდა. პირიქით, მდგომარეობა გაუარესდა-განვითარდა ინფექცია და ინგლისელი კინაღამ "მეორედ" გარდაიცვალა.


image


ტომპსონმა მიაფურთხა ამერიკულ ოცნებას და სამშობლოში დაბრუნდა. იქ შეეცადა საზოგადოებისთვის თავისი სკალპის ჩვენება მოეწყო, მოეყოლა იმ ავბედითი აგვისტოს საღამოს ისტორია და ამით ფული ეშოვნა. მაგრამ რაღაც მიზეზების გამო ინგლისელებში ამას აჟიოტაჟი არ გამოუწვევია და უილიამმა თავისი სკალპი ექიმ მურს აჩუქა-ერთადერთ ადამიანს, რომლისთვისაც ალბათ სულერთი არ იყო საწყალი უცხოელის ბედი. ის მან ექიმს ფოსტით გაუგზავნა. ექიმი რა თქმა უნდა დიდად მადლობელი დარჩა ასეთი სენტიმენტალური ჟესტისთვის, მაგრამ ამჯობინა სკალპი თავისთან არ შეენახა. მან იგი ქ. ომახას ბიბლიოთეკას შესწირა, სადაც დღემდე ინახება ბნელი ოთახის შუშის ვიტრინაში.


imageრობერტ მაგკი-სკალპირების კიდევ ერთი მსხვერპლი

უილიამ ტომპსონი ერთადერთი ადამიანი არ იყო, ვინც სკალპირება ცოცხლად გადაიტანა. მანამდე, სამი წლით ადრე, 1864 წელს, ინდიელები თავს დაესხნენ ქარავანს, რომელსაც პროვიანტი მიჰქონდა. მათ 14 წლის ობოლ რობერტ მაგკის, რომელიც მოგზაურობაში დამხმარედ იყო წამოსული, სკალპი ააძრეს. შედეგად, ეს შემთხვევა ბევრად პოპულარული გახდა-ამერიკელები ასეთი ისტორიებით უფრო მეტად დაინტერესებული აღმოჩნდნენ, ვიდრე ინგლისელები.





იხილეთ შემდეგი სტატიები:






წარსულის უცნაური და სასაცილო სამედიცინო პროცედურები


image


ექიმის სიყვარულის ისტორია, რომელმაც თავის საყვარლისგან მუმია გააკეთა და მასთან ჩვეულებრივად ცხოვრობდა. ნაწილი I

image


ექიმის სიყვარულის ისტორია, რომელმაც თავის საყვარლისგან მუმია გააკეთა და მასთან ჩვეულებრივად ცხოვრობდა. ნაწილი II

image


რა მეთოდებს იყენებდნენ შორეულ წარსულში არასასურველი ფეხმძიმობისგან თავის დასაცავად

image


პლასტიკური ქირურგიის პირველი პაციენტები

image


ადამიანის სხეულის რომელ ნაწილს შეუძლია რეგენერაცია (თვითაღდგენა)

image


ადამიანები, რომლებიც დაიბადნენ ზედმეტი სხეულის ნაწილებით

image


რატომ იღუპებოდნენ მე-19 საუკუნეში მოდის ტენდენციების მიმდევარი ქალიშვილები

image


მე-18 საუკუნის დაკარგული მეცნიერების საიდუმლო, რომელიც ცხედრებს ქვად აქცევდა

image


ჯინი, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში თოვლში იყო ჩაფლული, გაიყინა, მაგრამ ექიმების გასაოცრად გადარჩა

image


ქალი 29 წელი ატარებდა ტვინში 2 ცალ საკერავ ნემსს, რომელიც სავარაუდოდ იქ ჩვილობის ასაკში მოხვდა

image









0
411
5-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
Mediator image
411
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0