ტექნიკური ლეგენდა ქრონოვიზორზე (დროის მანქანაზე), რომელიც ვატიკანში ინახება 2021, 11 მარტი, 9:20 დაწყებული, ემანუილ ორლანდის იდუმალი გაუჩინარებით 1983 წელს და დამთავრებული, დოკუმენტების კოლექციით (რომელიც ცნობილია, როგორც "მოციქულთა არქივი"), ვატიკანი, როგორც ჩანს მდიდარია საიდუმლოებებით და მათ შორის ყველაზე უცნაური სამეცნიერო-ფანტასტიკური ლეგანდაა "ქრონოვიზორზე". ქრონოვიზორის არსებობა, დროში გადაადგილების მოწყობილობა, არასოდეს არავის არ დაუმტკიცებია, მაგრამ ვატიკანის სასულიერო პირის, ფრანსუა ბრიუნის წიგნი საწინააღმდეგოს ამტკიცებს. ბრიუნის სიტყვებით, ქრონოვიზორი შემუშავებული იყო მამა პელეგრინო ერნეტის, ბენედიქტელი ბერის მიერ. თითქოს, ერნეტი 1960 წლამდე არავის უმხელდა თავის გამოგონებას. შემდეგ გაენდო ბრიუნს და უამბო, რომ 12 მეცნიერი, მათ შორის სახელგანთქმული ფიზიკოსი, ენრიკო ფერმი და ყოფილი ნაცისტი, ვერნერ ფონ ბრაუნი, დაეხმარნენ მას ამ მოწყობილობის შექმნაში. ალფრედო პელეგრინო ერნეტი და მისი ქრონოვიზორის ერთადერთი ფოტოქრონოვიზორი შედგებოდა კათოდური სხივებისგან (катодные лучи), ანტენებისგან და ლითონებისგან, რომლებიც იღებდნენ ყველანაირ ხმოვან და სინათლის სიგნალებს. მოწყობილობის საშუალებით მეცნიერთა ჯგუფმა შესძლო წარსულის მოვლენების დოკუმენტირება, მათ შორის იესო ქრისტეს ჯვარცმა. ქრონოვიზორი თითქოს ნასას ინჟინრის შექმნილიაქრონოვიზორზე ინფორმაციის ფაქტიურ წყაროს წარმოადგენს ბრიუნის წიგნი "Le Nouveau Mystère du Vatican" (2002 წ.). ამ წიგნში იგი ჰყვება, თუ როგორ შეხვდა მამა ერნეტის ვენეციაში, 1960-იანი წლების დასაწყისში. როგორც ბრიუნი, ერნეტიც კარგად ერკვეოდა უძველესი ენების ისტორიაში. საუბარი გაუგრძელდათ, მაგრამ მალე ერნეტიმ საუბარი სამეცნიერო თემაზე გადაიტანა. ბრიუნი მსჯელობდა ქრისტიანული ბიბლიის ინტერპრეტაციის მრავალრიცხოვან მეთოდებზე, როცა ერნეტიმ განაცხადა, რომ მას აქვს წვდომა ჭეშმარიტებასთან-დროში მოგზაურობის მოწყობილობის საშუალებით. ერნეტი ამტკიცებდა, რომ ის და გამოჩენილ მეცნიერთა ჯგუფი გაერთიანდა წარსულის მნიშვნელოვანი მოვლენების შესწავლისთვის. მეცნიერთაგან ერთ-ერთი იყო ფერმი, ნობელის პრემიის ლაურეატი ფიზიკაში 1938 წელს (იტალიელი ფიზიკოსი. დიდი წვლილი მიუძღვის კვანტური ფიზიკის განვითარებაში), ენრიკო ფერმიმეორე-ყოფილი ნაცისტი, ვერნერ ფონ ბრაუნი (გერმანელი და ამერიკელი მეცნიერი. დიდი როლი ითამაშა რაკეტების განვითარებაში მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიაში, შემდგომ კი აშშ-ში. ბრაუნი მიჩნეულია ამერიკული კოსმოსური პროგრამის მამად). ვერნერ ფონ ბრაუნი (ცენტრში)ერნეტის სიტყვებით, მოწყობილობას ჰქონდა რამდენიმე ანტენა, რომელთაგან სამი გაკეთებული იყო საიდუმლო ლითონებიდან, რომლებიც იღებდნენ ხმოვან და სინათლის სპექტრის ტალღებს. "რადიოკომპასს" მომართავდნენ კონკრეტულ ეპოქაზე, რომლის შესწავლაც სურდათ; მოვლენები აისახებოდა ეკრანზე, ხმისჩამწერი მოწყობილობა კი აფიქსირებდა მათ. ამგვარად, ქრონოვიზორი ასე ვთქვათ, ფანჯარა წარსულში უფრო იყო, ვიდრე დროის მანქანა. ერნეტი ამბობს, რომ იგი მუშაობდა როგორც ტელევიზორი, რომელიც წარსულის გამოძახილს, ექოს იჭერდა (რომლებიც სივრცეში "დაცურავენ"), და ამტკიცებდა, რომ ნახა ჭეშმარიტად გასაოცარი ამბები. მოწყობილობა დაეხმარა მეცნიერებს ბიბლიის მნიშვნელოვანი მომენტების გახსნაშიმოწყობილობის სავარაუდო ნახაზიერნეტი ამბობს, რომ იგი მოწმე იყო მარკუს ტულიუს ციცერონის სიტყვით გამოსვლისა. "ეს იყო ძვ. წ. 63 წელს, რომის სენატში. მისი ჟესტები და ინტონაცია ამტკიცებდა, რომ იგი გასაოცარი ორატორული ნიჭით იყო დაჯილდოებული". ერნეტი აგრეთვე აცხადებდა, რომ მან და მისმა ჯგუფმა ნახეს იესო ქრისტეს ჯვარზე გაკვრა, იგი ირწმუნებოდა, რომ რომის იმპერიის დასაწყისიდან, სოდომისა და გომორის განადგურებამდე, ბიბლიის მნიშვნელოვანი მოვლენების მოწმეები გახდნენ. 1972 წლის 2 მაისს, იტალიურმა გამომცემლობამ La Domenica del Corriere გამოაქვეყნა მისი განცხადება. სტატია სათაურით "მანქანა, რომელსაც წარსულის ფოტოგრაფირება შეუძლია, როგორც იქნა გამოიგონეს", ერნეტის შოკისმომგვრელ განცხადებას განიხილავდა. აღიარებულ საეჭვო მტკიცებულებებთან ერთად ჟურნალმა გამოაქვეყნა ქრონოვიზორის საშუალებით გადაღებული ფოტო, რომელზეც როგორც ამტკიცებდა ერნეტო, გამოსახული იყვნენ რომაელები და ჯვარცმული იესო. 1972 წლის სტატიაში ნათქვამი იყო აგრეთვე, რომ ერნეტი საიდუმლო სერობის მოწმე გახდა და ბიბლიური მოვლენის ფოტოგრაფია თავისთვის დაიტოვა, როგორც სუვენირი. პელეგრინო ერნეტი სიკვდილამდე (1994 წ.) ირწმუნებოდა, რომ ვატიკანი მოწყობილობას მალავდა, რათა უცხო პირთა ხელში არ მოხვედრილიყო. საინტერესოა, რომ 1988 წ. ვატიკანის დადგენილებით, "ნებისმიერი, ვინც ინსტრუმენტის გამოყენებას გადაწყვეტდა, ეკლესიიდან მოიკვეთებოდა". სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე პელეგრინომ წერილი დაწერა, რომელშიც ირწმუნებოდა, რომ მოწყობილობა ნამდვილი იყო. მისი სიტყვებით, პაპმა პიუს XII აკრძალა ქრონოვიზორის შესახებ დაწვრილებითი ცნობების გამხელა, რამდენადაც მანქანა ძალიან სახიფათო იყო, იგი ადამიანის თავისუფლებას ზღუდავდა. იესოს სავარაუდო ფოტო (მარცხნივ). საოცრად მსგავსი სურათი (მარჯვნივ) შექმნილია ბევრად ადრე, სანამ ერნეტო თავის გამოსახულებას გამოაქვეყნებდადა კიდევ ერთი ფოტო წარსულიდანროგორი მიმზიდველიც არ უნდა იყოს ქრონოვიზორის იდეა, ერნეტის ბევრი მტკიცება უარყოფილი იქნა. სკეპტიკოსებმა განაცხადეს, რომ იესოს სავარაუდო ფოტოგრაფია იყო იაფფასიანი რეპროდუქცია სტატუისა, რომელიც უმბრის ერთ-ერთ ეკლესიაშია. ერთ-ერთმა გამომცემლობამ კი დაწერა, რომ ფოტოგრაფია იყო ქრისტეს გადაბრუნებული გამოსახულება, აღებული ღია ბარათიდან, რომელიც იტალიის ქალაქ კოლევალენცაშია გაკეთებული. ფრანსუა ბრიუნი. გარდაიცვალა 2019 წელს. მან ასეც არ უარყო თავისი რწმენა ქრონოვიზორის არსებობისაზოგიერთების ცნობით, თითქოს მამა პელეგრინო ერნეტიმ სიკვდილის წინ 1994 წლის 8 აპრილს აღიარა, რომ მან მთელი ეს ისტორია მოიგონა, თუმცა ეს მომენტი ძალიან საკამათოა. ახლა, როცა ფონ ბრაუნი, ფერმი, ერნეტი და ბრიუნი ცოცხლები აღარ არიან, დარჩა მხოლოდ დამაინტრიგებელი საიდუმლო. ამ აზრით, ქრონოვიზორმა გაუძლო დროის გამოცდას. იხილეთ ასევე:ძველბერძნული ორაკული-ნეკრომანტიონი, სადაც წინასწარმეტყველებას გარდაცვლილი ნათესავებისგან იღებდნენ რატომ აგზავნიდა იმპერატრიცა ეკატერინე მეორე თავის ფავორიტებს ფრეილინების საძინებელში რატომ მალავს ჩინეთი ინფორმაციას თეთრი პირამიდის შესახებ? საიდუმლოებით მოცული მონეტა, რომელიც ეგვიპტეში აღმოაჩინეს ჩვენს დრომდე მოღწეული უძველესი არტეფაქტები, რომლებიც აღტაცებას იწვევს საინტერესო ფაქტები ყველაზე და ყველაფერზე 2023 5-ს მოსწონს
|