x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ვიდეოკამერამ მსოფლიოში ყველაზე დიდი სპილო დააფიქსირა

ნაკრძალში მყოფი ტურისტების კამერამ, შემთხვევით, მსოფლიოში ყველაზე დიდი სპილო დააფიქსირა. ხალხი მაშინვე ვერც კი მიხვდა, თუ რა მოემართებოდა მათკენ ტყის ზოლიდან: ცხოველი სამსართულიანი სახლის სიმაღლე აღმოჩნდა და მინიმუმ, 2 ჩვეულებრივი სპილოს წონის მაინც იქნებოდა.


image


უზარმაზარი სპილო ტურისტებმა ამბოსელის ეროვნულ პარკში (კაჯიადოს ოლქი, რიფტ-ველის პროვინცია, კენია) ნახეს. ცხოველის ზომა სტანდარტულ ჩარჩოებს აშკარად სცილდებოდა: სავანის სპილოები, ჩვეულებრივ, 4 ტონამდე იწონიან, ხოლო, სიმაღლე — 3, 5 მ–ს არ აღემატება.
ეს სპილო კი, ხეებზე მაღალი იყო და მისი ზომების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, სულ მცირე 8 ტონას იწონის, ანუ იმდენს, რამდენსაც 2 ჩვეულებრივი სპილო. ტურისტებმა ასევე, მისი უჩვეულოდ გრძელი ეშვებიც შენიშნეს.
როგორც ფიქრობენ, სპილომ ასეთ უზარმაზარ ზომებს ახლომდებარე ფერმებში "სტუმრობის" წყალობით მიაღწია. "როგორც ჩანს, მას საკვები პატარაობიდან არ აკლდა", — განუმარტა ჟურნალისტებს ეროვნული პარკის ერთ-ერთმა თანამშრომელმა.


ვიდეოში სპილოს ზომა კიდევ უფრო შთამბეჭდავია:



image

imageimageimageimage




0
697
1-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
697
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0