x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ორანგუტანმა ადამიანს დახმარების ხელი გაუწოდა

ინდონეზიელი ფოტოგრაფი ანილ პრაბხაკარი, ორანგუტანების პოპულაციის დაცვის ფონდის (ფონდი 1991 წელს დაარსდა. ამჟამად იქ 400-მდე თანამშრომელია, რომელიც, დაახლოებით, 650 ორანგუტანზე ზრუნავს. რედ.) ტერიტორიაზე, უჩვეულო მომენტის მოწმე გახდა. კერძოდ, მან დაინახა და კამერით დააფიქსირა, თუ როგორ შეეცადა პრიმატი, ადამიანს დახმარებოდა.


image


ყველაფერი კი ასე დაიწყო: ფონდში ინფორმაცია შევიდა, რომ მდინარის სიახლოვეს, ბუჩქნარში გველებმა დაიბუდეს და იმისთვის, რომ მათ მაიმუნებისთვის არ ევნოთ, ტერიტორიის გველებისგან გასაწმენდად, ერთ-ერთი თანამშრომელი გაგზავნეს. კაცმა ყველა ბუჩქის ქვეშ შეიხედა და წყალშიც ჩავიდა, რომ ყველა გველი მოენახა და მომავალში მსგავსი პრობლემა აღარ შექმნილიყო.


image


როდესაც ის ამ საქმით იყო დაკავებული, იქვე, ახლოს, ერთი ორანგუტანი იჯდა და მას თვალს არ აცილებდა. ხოლო, როდესაც კაცმა თავისი საქმე დაასრულა და ნაპირთან მივიდა, წყლიდან რომ ამოსულიყო, მაიმუნმა გადაწყვიტა, რომ მას დახმარება სჭირდებოდა — და ხელი გაუწოდა. თუმცა, კაცმა მისი შემოთავაზება არ მიიღო და იქიდან დახმარების გარეშე ამოვიდა.

ფოტოგრაფი დაინტერესდა, თუ რატომ მოიქცა ის ასე? რაზეც მან უპასუხა, რომ ის კარგად ერკვეოდა გველებში, მაგრამ ორანგუტანი ველური ცხოველია, თან, საკმაოდ დიდი (მდედრი — 40 კგ-ს, ხოლო, მამრი მასზე, თითქმის, 1, 5-ჯერ მეტს იწონის. ყველაზე დიდი მამრი ორანგუტანის წონა, შეიძლება, 300 კგ-საც აღწევდეს. რედ.) და როდის რას მოიმოქმედებს, არავინ იცის.


image


მართალია, კაცს ცხოველის დახმარებაზე უარის თქმამ მოუწია, მაგრამ მაინც სასიამოვნოა, როდესაც ველური ცხოველი ზოგიერთ ადამიანზე უფრო თავაზიანია.

imageimageimageimageimageimageimage








0
1131
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1131
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0