x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ყველაზე საინტერესო ფაქტები ცხოველთა სამყაროდან

პანდის ორი სახეობიდან, დიდი პანდა დათვია. ხოლო, პატარა (წითელი პანდა) — ენოტი.


image


ცნობილია დათვის მიერ ხაფანგთან ქვების მიტანის შემთხვევები, რომ მისი დახურვის შემდეგ, ხაფანგში მოთავსებული სატყუარა მშვიდად ეჭამა.


კოლიბრის 350 სახეობიდან, ყველაზე დიდი 22 სმ-ია. ხოლო, ყველაზე პატარა — რამდენიმე სმ. და სულ რაღაც, 2 გრამს იწონის. ეს ყველაზე პატარა ფრინველია პლანეტაზე. მისი გავრცელების არეალი კუბაა. როგორც გაირკვა, ამ პატარა არსებას ყველაზე დიდი ტვინი აქვს, სხეულის მასასთან შედარებით, ხერხემლიანებს შორის. ამ ფრინველების ტვინისა და სხეულის მასებს შორის თანაფარდობა 1\12 არის. ხოლო, უხერხემლოებს შორის, ამ მხრივ, რეკორდცმენი ჭიანჭველაა. მისი ნეირონული კვანძების მასის თანაფარდობა, სხეულის მასასთან — 1\4–ის ტოლია.


ვეფხვისებური ზვიგენის ემბრიონები, ერთმანეთს სამკვდრო–სასიცოცხლოდ ებრძვიან დედის საშვილოსნოში და ბუნებრივი გადარჩევის შემდეგ, მხოლოდ ძლიერები იბადებიან.


დედამიწაზე არსებული ცოცხალი არსებებიდან, მხოლოდ კოალას და ადამიანს აქვს თითის ანაბეჭდები.


image


კატას რომელიც XII სართულიდან ვარდება, გადარჩენის უფრო მეტი შანსი აქვს, ვიდრე VII სართულიდან გადმოვარდნილ კატას.


შავი ზღვის ქორჭილების უმრავლესობა, თავდაპირველად მდედრობითი სქესის არის და დაახლოებით, 5 წლის ასაკში, სქესს იცვლიან.


თხუნელას 12 საათში 76 მ. გვირაბის გათხრა შეუძლია.


მამალი სირაქლემა პოლიგამური ფრინველია და მისი ჰარემი, უმეტეს შემთხვევაში, 3-6 სირაქლემისგან შედგება. გამრავლების პერიოდში, ის ერთ დიდ ბუდეს აკეთებს, რომელშიც კვერცხს ყველა დედალი სირაქლემა დებს. ხოლო, შემდეგ, მამალი და ერთი დედალი სირაქლემა, რომელსაც ის ყველაზე მეტად ენდობა, კვერცხებზე მორიგეობით სხდებიან.


რვაფეხას ხმელეთზე სიარული შეუძლია და ეს კარგადაც გამოსდის:



ციყვები სხვა ციყვების შვილებს იყვანენ, თუ ისინი, რაღაც მიზეზის გამო, მიტოვებულები აღმოჩნდნენ. გარდა ამისა, ციყვები, ყოველწლიურად, ათასობით ხეს რგავენ, რადგან ავიწყდებათ, თუ სად ინახავენ ნაპოვნ რკოს.


ვიდრე ბარტყი გამოიჩეკება, მას დედასთან და სხვა ბარტყებთან ურთიერთობა, სპეციალური ბგერებით, კვერცხის ნაჭუჭიდან აქვს.


ცნობილია, რომ დიდი ფრინველები, ყველანაირად ცდილობენ, არასასურველი მეზობლების თავიდან მოცილებას. თუმცა, ჩრდ. ამერიკული ბუ, თავის ბუდეში, სპეციალურად ასახლებს პატარა გველებს, რომლებიც მწერებით იკვებებიან და ამით, ბუს ნანადირევს (თაგვები, ხოჭოები...) მათი შემოსევისგან იცავენ.


აფრიკული მაიმუნები ხშირად ხდებიან ლომების და ლეოპარდების თავდასხმის ობიექტები. თუმცა, თავად ისინიც, საფრთხეს წარმოადგენენ მტაცებლებისთვის — მაიმუნები სავანის მეფეებს ბოკვერებს პარავენ და კლავენ. ხანდახან, ისინი ბოკვერებს შემთხვევით ნახულობენ. მაგრამ, უფრო ხშირად, სპეციალურ ჯგუფს ქმნიან და ბოკვერებზე ნადირობენ. ამას კი იმიტომ აკეთებენ, რომ სავანაში ახალი მტაცებლები არ გაჩნდნენ და მათ ჯოგს საფრთხე არ შეექმნას.


image


მტრედი კვერცხს ვერ დებს, თუ სხვა მტრედს არ ხედავს. საჭიროების შემთხვევაში, მეორე მტრედის ნაცვლად, სარკის გამოყენება შეიძლება.


ვირთხები იმდენად სწრაფად მრავლდებიან, რომ ხელსაყრელი პირობების შემთხვევაში, ერთი წყვილის შთამომავლების რიცხვმა, წელიწადნახევარში, შესაძლებელია, 1 მლნ-ს მიაღწიოს.


როგორც მეცნიერებმა დაადგინეს, გიგანტური სასწორის ერთ მხარეს დედამიწაზე მცხოვრები ყველა ადამიანი რომ დადგეს, ხოლო მეორეზე — პლანეტაზე მობინადრე ყველა ჭიანჭველა, სასწორი ჭიანჭველების მხარეს გადაიხრება. ამ მწერების საერთო რაოდენობა 10 კვადრილიონად (10 ათასი ტრილიონი) ფასდება და მიუხედავად იმისა, რომ ჭიანჭველას საშუალო წონა, დაახლოებით, 7 მგრ-ია — ყველა ერთად, ბევრად უბრო მეტს იწონის, ვიდრე პლანეტის მოსახლეობა.


ახალდაბადებული პანდა თაგვზე ნაკლებს იწონის.




ზღვის ცხენები, ისევე, როგორც ხმელეთის ფაუნის ზოგიერთი წარმომადგენელი, ცხოვრების მანძილზე, მხოლოდ ერთ პარტნიორს ირჩევენ და დაწყვილების შემდეგ, გადაადგილებისას, ისინი კუდებზე ეჭიდებიან, რომ ერთმანეთი არ დაკარგონ.


ფართოდ გავრცელებული აზრი იმის შესახებ, რომ ქამელეონი ფერს გარემოს ფონის მიხედვით იცვლის, სიმართლეს არ შეესაბამება. ქამელეონები ფერს იცვლიან, მაგრამ არა გარემოს მიხედვით, არამედ იმისთვის, რომ ერთმანეთს დაეკონტაქტონ. ფერის ცვლილებით, ისინი თავიაანთ მდგომარეობას გადმოსცემენ: აგრესიას, შეწყვილების სურვილს, მუქარას, სტრესს ან მშვიდ მდგომარეობას.


არც თუ ისე დიდი ხნის წინ, აღმოაჩინეს და დედამიწაზე, ყველაზე მახინჯ არსებად თევზი წვეთი (ლათ. Psychrolutes marcidus) აღიარეს, რომელიც ჟელესებური მასისგან შედგება და ძალიან უცნაურად დგამოიყურება.


image


ყველაზე დიდი ზომის ღამის პეპელად, ფარშავანგთვალა ატლასი (ლათ. Attacus aitas) ითვლება. მისი ფრთების შლილი, დაახლოებით, 30 სმ-ს შეადგენს და ეს პეპელა, ხშირ შემთხვევაში, ფრინველში ერევათ.


კოალები ევკალიპტის ტყეებში ბინადრობენ. ისინი ხეებზე ცხოვრობენ — იქ ჭამენ, სძინავთ და მრავლდებიან.
კოალა დიდი ნაყოფიერებით არ გამოირჩევა. ახალდაბადებული კოალა 15-18 მმ-ია, ხოლო მასა – 5, 5 გრ. შეადგენს და რომ არა ევკალიპტის ძლიერი არომატი, ეს ცხოველები დიდი ხნის წინ გადაშენდებოდნენ. მტაცებლები მათ სწორედ ამ სუნის გამო არ ემტერებიან.


ნამგალები ყველა ბუნებრივ მოთხოვნილებას ჰაერში იკმაყოფილებენ (ძალიან მოკლე და სუსტი ფეხები აქვთ, აფრენა უჭირთ და ხშირ შემთხვევაში, ღამეს ჰაერში ატარებენ), მათ შორის, ძილითაც ჰაერში იძინებენ. მზის ჩასვლის დროს, ისინი ძალიან დიდ სიმაღლეზე ადიან, ფრთებს შლიან, ჰაერში ლივლივს იწყებენ და იძინებენ. ხოლო, გამთენიისას, ქვემოთ, მიწასთან უფრო ახლოს, ჩამოდიან.


ჩრდილოეთის ირმებს, რომლითაც სანტა მოგზაურობს, რქები აქვს. შობა-ახალი წლისთვის, ზრდასრულ ხარ–ირმებს რქები უკვე მოცვლილი აქვთ. ისინი მას ნოემბრის ბოლოს ან დეკემბრის დასაწყისში იცილებენ (ქორწინების სეზონის ბოლოს). ხოლო, ფურ–ირმები რქებს მაის-ივნისში იცვლიან. ასე, რომ, სანტას მარხილში დედალი ირმები ჰყავს შებმული, მაგრამ სახელები, რატომღაც, მამალი ირმების ჰქვიათ: დეშერი (Dasher), დენსერი (Dancer), პრენსერი (Prancer), ვიკსენი (Vixen), კომეტი (Comet), კიუპიდი (Cupid), დონდერი (Donder), ბლიტცერი (Blitzen) და რუდოლფი (Rudolph).imageimage
imageimageimageimageimageimage





0
456
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
456
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0