მითები — ისტორიებია, რომლებიც, ხშირ შემთხვევაში, რეალობას არ შეესაბამება. ეს არის ძველი ხალხების მიერ დატოვილი ამბები, რომლითაც ისინი ამა თუ იმ მოვლენის ახსნას ცდილობდნენ. ჩვენ, დღეს, ასეთი რაღაცეების აღარ გვჯერა და რადგან მაღალტექნოლოგიურ გარემოში ვცხოვრობთ, ადვილია ყველაფრისთვის თავისი სახელის დარქმევა...
თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ცხოველების შესახებ, ზოგიერთი მითი, მთლიანად მოგონილი არ არის და ნაწილობრივ, სიმართლეს შეესაბამება — მითებში აღწერილი ზოგი ცხოველი, რომელიც თანამედროვე მსოფლიოში არ გვხვდება, შესაძლებელია, წარსულში მართლაც არსებობდნენ და არც ის არის გამორიცხული, რომ სადღაც დღესაც იყვნენ...
კრაკენი — გიგანტური ზღვის ურჩხული
მითოლოგიური კრაკენი, საუკუნეების მანძილზე, მეზღვაურების ნამდვილი რისხვა იყო. ამბობდნენ, რომ ამ ცხოველს ძალიან გრძელი საცეცეები ჰქონდა და მას ოკეანის სიღრმეში მთელი გემის ჩათრევა შეეძლო. დღეს მეცნიერები დარწმუნებულები არიან, რომ ლეგენდებს საფუძვლს, სავსებით რეალური არსება — გიგანტური კალმარი (კალმარი-არქიტეუტისი (ლათ. Architeuthis)) წარმოადგენს, რომელიც ოკეანის სიღრმეში დღესაც ბინადრობს და მისი სიგრძე არაერთი ათეული მეტრია. თუმცა, მის რაციონში გემები და მეზღვაურები ნამდვილად არ უნდა შედიოდეს.
ყველაზე დიდი კალმარი, რომლის სიგრძე, საცეცეებიანად, 17 მ–ს აღემატებოდა, 1887 წ. ახალი ზელანდიის სანაპიროზე იპოვეს. რაც შეეხება მასას, 2007 წელს აღმოჩენილი კალმარი, რომლის სიგრძე 9 მ–ი იყო, 495 კგ. იწონიდა.
ბუნიპი
ბუნიპი — ავსტრალიური მითოსის გმირია, რომელიც გადმოცემის თანახმად, ჭაობებში და წყალსაცავების მახლობლად ბინადრობდა, საშინელ ხმებს გამოსცემდა და ადამიანებზე ნადირობდა. გარეგნობით, ეს მითიური არსება, რაღაც საშუალო იყო, ცხენსა და ნიანგს შორის.
მართალია, მისი კამერაზე აღბეჭვდვა ვერავი შეძლო... მაგრამ ამბიბენ, რომ ის ასობით ადამიანს ჰყავს ნანახი. 1839 წელს ავსტრალიაში ცხოველის ნეშთი აღმოაჩინეს, რომელიც რაღაცით, ავსტრალიის ყველაზე დიდი ზომის ჩანთოსან ცხოველს — დიპროტროდონს (ლათ. Diprotodon – ჩანთოსანი ცხოველი, რომელიც ავსტრალიის კონტინენტზე, დაახლოებით, 1, 6 მლნ წლის წინ ცხოვრობდა) ჰგავდა. თუმცა, მას უფრო მოკრძალებული ზომა ჰქონდა. ეს კი იმას ამტკიცებს, რომ ოდესღაც, კონტინენტზე მართლაც ბინადრობდა მარტორქას ხელა ჩანთოსანი ცხოველი, რომელიც ბალახით იკვებებოდა.
ნაკლებად სავარაუდოა, რომ დღეს ამ ცხოველების რაიმე სახის პოპულაცია არსებობდეს, რადგან დიპროტროდონები 20 000–40 000 წლის წინ ამოწყდნენ. ეს კი იმას ამტკიცებს, რომ ლეგენდები ამ ცხოველების და მათი ადამიანებთან შეხვედრის შესახებ, რეალურ ფაქტებზეა დაფუძნებული.
ჰოგვორტსის დრაკორექსი
რასაკვირველია, ამ დრაკონზე დედოფალი არასდროს მჯდარა. თუმცა, შუა საუკუნეების რაინდისთვის პაჩიცეფალოსაურის (ლათ. Pachycephalosaurus) ფოტოს ჩვენების საშუალება რომ იყოს, სავარაუდოდ იტყოდა, რომ ის ნამდვილი დრაკონი იყო. ხოლო, დინოზავრის სახელი — «Dracorex hogwartsia», როგორც «ჰოგვორტსის დრაკონების მეფე» ითარგმნება.
ერთ–ერთი ჰიპოთეზის თანახმად, ლეგენდები ცეცხლისმფრქვეველი დრაკონების შესახებ, დინოზავრის ძვლის აღმოჩენის შემდეგ გაჩნდა.
კუნძულ კომოდოს ვარანი
განამარხებული ძვლები და ნეშთები მხედველობაში რომ არ მივიღოთ, არსებობს ალბათობა, რომ შუა საუკუნეებში, ადამიანები ხვლიკს ნამდვილად შეხვედროდნენ. ამ ვარანების სიგრძე, საშუალოდ, 3 მ-ი, ხოლო წონა 120 კგ. შეიძლება იყოს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ შუა საუკუნეებში დრაკონი, აუცილებლად გიგანტური ზომის არ უნდა ყოფილიყო. მაგ., რაფაელის ცნობილ ტილოზე — «წმინდა გიორგი და დრაკონი», ცხოველი ლომზე დიდი არ არის — რაც იმაზე მეტყველებს, რომ ის, კუნძულის ნამდვილი «გველეშაპისგან», არც ისე შორს არის.
გრიფინი — არწივი ან ლომი
მითოლოგიურ გრიფინს სხეულის ერთი ნაწილი არწივის აქვს, ხოლო მეირე — ლომის. ლეგენდები, ამ ცხოველების შესახებ, როგორც ჩრდილოეთის ხალხების თქმულებებში, ისე ძველ საბერძნეთში, სპარსეთში, ეგვიპტეში და შუა საუკუნეების ევროპაში გვხვდება. ერთ-ერთი მათგანის მიხედვით, რომლის ასაკი, თითქმის, 2000 წელს ითვლის, გრიფინები ოქროს ქვიშების სიახლოვეს, გობის უდაბნოში ბინადრობდნენ და ძვირფას ლითონს ამბიციური ოქროს მაძიებლებისგან იცავდნენ.
როგორც პალეონტოლოგები ამტკიცებენ, ეს რეგიონი, ადრე მართლაც იყო პროტოცერატოპების (დინოზავრები, რომლებსაც მოკაუჭებული ნისკარტები ჰქონდათ) გავრცელების არეალი და სავსებით შესაძლებელია, რომ ოქროს მაძიებლებმა, თავადვე მოიგონეს საშინელი ისტორიები გრიფინის შესახებ.
ამრიგად, ამჟამად, არსებობს იმის დაშვების შესაძლებლობა, რომ ზოგიერთ მითიურ არსებას, მართლაც ჰყოლოდა წარსულში რეალური პროტოტიპი... და ვინ იცის, კიდევ რას აღმოაჩენენ პალეონტოლოგები და არქეოლოგები.
----------------------------------------------------------------------------------------------------------------------
Sev.Ge - ქართული გაცნობის საიტი !!, შემობრძანდით და შეიძინეთ ახალი მეგობრები !! Sev.Ge გვეწვიეთ ეხლავე!!! Sev.Ge