x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
რატომ იპარავენ მაიმუნები ლომის ბოკვერებს?

ველურ ბუნებას თავისი კანონები აქვს და თუ ცხოველი რამეს დღეს არ გააკეთებს, შეიძლება, ხვალე, – ცუდად მოუბრუნდეს. მაგ., მაიმუნებმა იციან, რომ ლომის ბოკვერი მომავალში მტაცებად იქცევა და ამიტომ, უკიდურესად რადიკალურ ზომებს მიმართავენ.


image


პრიმატებს შორის, ამ მხრივ, გონიერებით და საზრიანობით ბაბუინები გამოირჩევიან. აფრიკელი მაიმუნები ხშირად ხდებიან ლომების და ლეოპარდების თავდასხმის ობიექტები. თუმცა, თავად ისინიც, საფრთხეს წარმოადგენენ მტაცებლებისთვის — მაიმუნები სავანის მეფეებს ბოკვერებს პარავენ და კლავენ. ხანდახან, ისინი ბოკვერებს შემთხვევით ნახულობენ. მაგრამ, უფრო ხშირად, სპეციალურ ჯგუფს ქმნიან და ბოკვერებზე ნადირობენ. ამას კი იმიტომ აკეთებენ, რომ სავანაში ახალი მტაცებლები არ გაჩნდნენ და მათ ჯოგს საფრთხე არ შეექმნას. ცნობილია, რომ ჯგუფს, რომელშიც რამდენიმე ათეული მაიმუნი შედის, წინაააღმდეგობის გაწევა დიდი ლომისთვისაც კი შეუძლია, პატარაზე ხომ, ლაპარაკიც არ არის. მართალია, მაიმუნების მხრიდან, ეს სასტიკი საქციელია. თუმცა, მხოლოდ ასე შეუძლიათ მათ დარწმუნებულნი იყვნენ, რომ მაგ., ერთი–ორი წლის შემდეგ, მტაცებლის მსხვერპლნი თავად არ გახდებიან.


image
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მაიმუნის მიერ ლომის ბოკვერისადმი გამოჩენილი გულმოწყალების შემთხვევაც არის ცნობილი:

ერთხელ, კრიუგერის ეროვნულ პარკში (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა) ადგილობრივმა გიდმა დაინახა, თუ როგორ «იშვილა» ახალგაზრდა მამრმა ბაბუინმა უპატრონოდ დარჩენილი ლომის ბოკვერი. ის მას სულ თან დაჰყავდა, ფაფარს უხილავდა და ვარცხნიდა, მოკლედ, მასზე ისე ზრუნავდა, როგორც საკუთარ შვილზე. ტურისტები კი, რომლებიც ამ იშვიათი ფაქტის მომსწრენი გახდნენ, ყოველივე ამის გამო, განიცდიდნენ... და უნდა ითქვას, რომ მათი ნერვიულობა უსაფუძვლო ნამდვილად არ იყო. ბოკვერი დაიღუპა, მაგრამ არა იმიტომ, რომ მას «მშობელმა» რამე დაუშავა – ის საკუთარ ჯოგში, სხვა მაიმუნებმა არ მიიღეს, მამობილს პატარა წაართვეს და სასტიკად გაუსწორდნენ.
imageimage

თქვენთვის ასევე საინრერესო იქნება:

imageimageimage1. COVID-19 და შინაური ცხოველები
2. ორანგუტანმა ადამიანს დახმარების ხელი გაუწოდა
3. ძუ ლომმა მაიმუნი მოკლა, მაგრამ მისი შვილი დაიცვა
4. 25 საინტერესო ფაქტი ღამურების შესახებ
5. დათვმა მეტყევეს დახმარებისთვის მიმართა
6. ცხოველი თქვით და... მათ ხანძრის დროს, მილიონობით სხვა ცხოველი გადაარჩინეს

0
3123
5-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
3123
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0