x
მეტი
  • 05.07.2022
  • სტატია:120570
  • ვიდეო:354535
  • სურათი:492638
COVID-19 და შინაური ცხოველები

დაინფიცირებული ცხოველისგან ადამიანისთვის კორონავირუსის გადადება გამორიცხულია, — აცხადებს მეცნიერთა საერთაშორისო ჯგუფი.


image


ჟურნალ Science–ს მეცნიერთა ექსპრეს–კვლევის შედეგები მოჰყავს, COVID-19–ით შინაური ცხოველებისგან ადამიანის დაავადების შესახებ, რომლის თანახმად, კორონავირუსის ახალი შტამით, შეიძლება კატები დაინფიცირდნენ და მათ ასევე, დაავადების გადადება თავისივე სახეობის სხვა ცხოველებისთვის შეუძლიათ.
თუმცა, ამ ცხოველების პატრონებს სანერვიულო არაფერი აქვთ, რადგან კატები, ვირუსის წინააღმდეგ, ძალიან სწრაფად გამოიმუშავებენ ანტისხეულებს და გადამდებები არ არიან! მეცნიერები კი, კატის პატრონებს, თუ მათ ოჯახში რისკ–ჯგუფში შემავალი პირი ჰყავთ, აფრთხილებენ, რომ პრევენციის მიზნით, საკუთარი კატა გარეთ არ გაუშვან. და კიდევ ერთი რჩევა: შინაური ცხოველის მოფერების შემდეგ – ხელები დაიბანეთ!

COVID-19–თან დაკავშირებით, ძაღლებს უფრო გაუმართლათ! ვირუსი ძაღლებში უფრო ცუდად და იშვიათად ვრცელდება, – ამტკიცებენ მეცნიერები. ძაღლების პატრონებს არ უნდა ეშინოდეთ ცხოველებთან ერთად სასეირნოდ გასვლის. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ გასეირნების შემდეგ, ძაღლს თათები აუცილებლად უნდა დაბანოთ, ისე, როგორც თავად იბანთ ხელებს, პირადი ჰიგიენის მიზნით.
სხვაგვარად არის საქმე კვერნისებრთა ოჯახის წარმომადგენლებთან დაკავშირებით. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ კორონავირუსი ამ ცხოველებში, როგორც წვეთოვანი, ისე საჰაერო გზით გადადის.

და რაც შეეხება, ცხოველების და ფრინველების სხვა წარმომადგენლებს:

ღორი, ძროხა და სხვა მსხვილფეხა და წვრილფეხა პირუტყვი, ისე როგორც ძაღლი, არ არიან კორონავირუსის მატარებელი.

შინაური ფრინველი, მათ შორის ქათმები და წიწილები, არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენენ ადამიანისთვის, რადგან მათ, ამ ვირუსის წინააღმდეგ, იმუნიტეტი გააჩნიათ.

მოკლედ, მეცნიერები, რომლებმაც აღნიშნულ საკითხზე კვლევა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ჩაატარეს, თანხმდებიან, რომ ცხოველები ჩვენთვის საფრთხეს არ წარმოადგენენ. თუმცა, უკუპროცესს არ გამორიცხავენ! და ამიტომ, რეკომენდაციას იძლევიან: შინაური ცხოველები იზოლირებულები უნდა იყვნენ, თუ პატრონს COVID-19–ის დიაგნოზი დაუდასტურდა.

imageimage

არხის სხვა სიახლეები:

imageimageimage1. 2020 წლის ზაფხულის ყველაზე მოდური სტილის კაბები

2. ჰაეროვანი პასკა თხევადი ცომით

3. სწრაფი და გემრიელი! – ნაპოლეონი 30 წუთში

4. რა დაემართება კვერცხს, თუ მას ნაჭუჭით შევწვავთ

5. შავი ჭირის 4 გამოცანა
6. ამერიკელმა ექსტრასენსმა დღევანდელი პანდემია 2008 წელს იწინასწარმეტყველა

1
231
4-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
231
  
2020, 15 აპრილი, 21:22
ესე იგი ძაღლებს უნდა ეშინოდეთ ადამიანების , რომ არ გადადონ კორონა :))
0 1 1