x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
იაფიანი თევზით მომზადებული კერძი, რომელიც ძვირიანით მომზადებულს არ ჩამოუვარდება (3 რეცეპტი)

მინტაი — შესანიშნავი არჩევანია, როგორც ყოველდღიური სადილისთვის, ისე განსაკუთრებული საღამოებისთვის. ამ თევზით მომზადებული კერძები, იდეალურია თითქმის ნებისმიერ გარნირთან ერთად. ამასთან, საიდუმლო არ არის, რომ თევზი ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლოა, — ზოგი მეტად, ზოგი ნაკლებად. მინტაი თევზის სწორედ იმ სახეობას ეკუთვნის, რომელშიც დიდი რაოდენობით სასარგებლო ნივთიერებებს შეიცავს. გარდა ამისა, არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ მას ბევრი ფხა არ აქვს და მისი მიცემა პატარა ბავშვებისთვისაც კი უსაფრთხოა, რა თქმა უნდა კარგად გარჩევის შემდეგ.

აქ მინტაის 3 კერძის რეცეპტს გთავაზობთ, რომელიც მარტივად მოსამზადებელია და საგემოვნო თვისებებით, ძვირიანი თევზით მომზადებულ კერძს არ ჩამოუვარდება.


მინტაი ბოსტნეულით


image


ინგრედიენტები:


მინტაი — 500 გრ.
ხახვი — 1 დიდი ან 2 პატარა თავი
სტაფილო — 1 დიდი
ტომატი — 1 ს. კ.
დაფნის ფოთოლი — 1 ცალი
ზეთი
მარილი — 0, 5 ს. კ.
შაქარი — 0, 5 ს. კ.
ვაშლის ძმარი — 1 ს. კ.
წყალი — 300 მლ.


მომზადება:


I. დაჭერით ხახვი ნახევარრგოლებად და გახეხეთ სტაფილო სახეხზე.

II. თევზი დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად > ფქვილს შეურიეთ მწიკვი მარილი > ამოავლეთ მასში თევზი და შეწვით ზეთში > ამოიღეთ ტაფიდან თევზი.

III. იგივე ზეთში მოთუშეთ ხახვი და სტაფილო > დაამატეთ ტომატი.

IV. დაამატეთ წყალი, დაახურეთ თავსახური და ადუღეთ 7 წუთი > დაუმატეთ მარილი, პილპილი, შაქარი, ძმარი და დაფნის ფოთოლი.

მას ისეთი გემო ექნება, თითქოს, სოუსი ზედმეტად მარილიანი, ზედმეტად ტკბილი და მჟავეა. ეს ასეც უნდა იყოს.

V. ჩააწყეთ თევზი სოუსში და 3–3 წუთი თუშეთ თითოეული გვერდიდან.


მინტაი სტაფილოს «ქურქით»


image



ინგრედიენტები:


მინტაი — 1 ცალი
სტაფილო — 1 ცალი
ხახვი — 1 თავი
წყალი — 100-150 მლ.

არაჟანი — 100 გრ.

მაიონეზი — 100 გრ.

მარილი და პილპილი — გემოვნებით

ზეთი


მომზადება:


I. დაჭერით თევზი საშუალო ზომის ნაჭრებად > ერთმანეთს შეურიეთ მარილი და პილპილი > წაუსვით თევზს > საცხობ ფორმას ძირზე და კედლებზე მოუსვით ზეთი > მოათავზეთ თევზის ნაჭრები საცხობ ფორმაში.

II. ჩართეთ ღუმელი 180 გრადუსზე.

III. გახეხეთ სტაფილო > დაჭერეთ ხახვი რგოლებად ან წვრილად (ვისაც როგორ მოსწონს).

IV. თანაბრად გაანაწილეთ თევზის ნაჭრებზე ჯერ ხახვი, შემდეგ სტაფილო.

V. ერთმანეთს შეურიეტ არაჟანი და მაიონეზი > დაამატეთ ცოტა წყალი > ერთგვაროვანი კონსისტენციის მისაღებად, ათქვიფეთ ჩანგლით > მოასხით სოუსი ბოსტნეულს.

VI. გამზადებული კერძი შედგით უკვე საჭირო ტემპერატურაზე გახურებულ ღუმელში, 30 წუთით.

VII. სუფრაზე მიტანის წინ, შეგიძლიათ, დაჭრილი ოხრახუში მოაყაროთ.


მინტაი ტომატის სოუსით (წვნიანი და გემნრიელი)


image


ინგრედიენტები:


მინტაი — 1 ცალი

ტომატი — 1 ს. კ.

ფქვილი — 3 ს. კ.

ხახვი — 1 ცალი

სტაფილო — 1 ცალი

წყალი ადუღებული — 1 ჭ.

ზეთი

მარილი და პილპილი — გემოვნებით

მწვანე ხახვი — გასაფორმებლად


მომზადება:


I. თევზს, გასუფთავების და გარეცხის შემდეგ, ზედმეტი წყალი სამზარეულოს პირსახოცით მოაცილეთ > დაჭერით საშუალო ზომის ნაჭრებად > ერთმანეთს შეურიეთ მარილი და პილპილი > წაუსვით თევზს.

II. დაჭერით ხახვი წვრილად და გახეხეთ სტაფილო სახეხზე > ტაფაში ჩაასხით 3 ს. კ. ზეთი, როდესაც გაცხელდება, დაამატეთ დაჭრილი ბოსტნეული და თუშეთ 5–7 წუთი > ჩააცერით 1 ს. კ. ფქვილი და კარგად შეურიეთ ბოსტნეულს > 1 წუთის შემდეგ, დაამატეთ ტომატი, მარილი და პილპილი > დაამატეთ წყალი და სოუსი თუშეთ 5 წუთი.

III. ამოავლეთ თევზი ფქვილში და შეწვით ზეთში.
IV. ჩააწყეთ თევზი სოუსში > თავდახურული თუშეთ, 3–3 წთ. თითოეული გვერდიდან.

V. სუფრაზე მიტანის წინ, მოაყარეთ დაჭრილი ხახვი.



image
imageimageimageimage




0
470
2-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
470
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0